მაშინ, როდესაც ცხოვრების „საჭეს“ პირველად მოვკიდე ხელი სამართავად
როდის მოვკიდე ცხოვრების „საჭეს“ პირველად ხელი ?
დიდი განხილვის თემაა, თუ როდის იწყება ეს ყველაფერი: პირველად რომ დგავ ნაბიჯს დამოუკიდებდად, ბაღში რომ შედიხარ, შემდეგ სკოლას ამთავრებ, უნივერსიტეტში აბარებ, ან საერთოდ ოჯახს, რომ ქმნი და დამოუკიდებლად იწყებ ცხოვრებას... როგორ მოკლედ შეიძლება, სულ რამოდენიმე სიტყვით აღწერო მრავალი წლის განვლილი ცხოვრება... რამდენი რამ გადაგვხდენია თავს, რამდენი მოგონებები გვაკავშირებს ამ წლებთან, უკან იხედები, გადაავლებ თვალს და გაგეღიმება ბავშურ სიცელქეებზე... უცებ, რომ გაგიელვებს გულში: - "ნეტავ ეს დრო დაბრუნდეს..." უამრავი რამ გენატრება, მაგრამ ისევ უბრუბდები რეალობას, ახლა სადაც იმყოფები... შენ უკვე ნახევარი გზა გამოიარე, უკან ვეღარ დაბრუნდები, ვალდებული ხარ წინსვლით განაგრძო გზა, ამისთვის ახალი გეგმა და იდეა დაგჭირდება. ის არ უნდა დაგავიწყდეს - მოვა დრო და აწმყოც წარსულად გადაიქცევა. არასდროს უნდა შეგრცხვეს მომავალში დაბრუნების, თუნდაც რამოდენიმე წამით. დიდი სიამაყით გახსენდება ყოველივე განვლილი და სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაგკრავს... აი, ეს არის ბედნიერების ნაპერწკალი, იმუხტები დადებითი ენერგიითა და ისევ დროა გადაერთო მომავალზე, შენ ხომ კიდევ უამრავი რამ გაქვს გასაკეთებელი.
ცხოვრებოს „საჭეზე“ ვსაუბრობდით, მაგრამ წერის დროს რამდენჯერ შევჩერდი, რამდენჯერ გამიელვა მოგონებებმა, თითქოს მინდოდა ბევრი დამეწერა და მომეყოლა თქვენთვის, მაგრამ ახლა „საჭეს“ უნდა მოვკიდო ხელი, მისი მიტოვება ხომ დიდი ხნით არ შეიძლება... თითოეული სვლისთვის განსაზღვრული დრო მაქვს, მან ხომ დანიშნულების ადგილამდე უნდა მიმიყვანოს.
დასაწყიში დასმულ კითხვაზე- თუ როდის მოვკიდე ამ საჭეს ხელი და როდის დავიწყე საკუთარი ცხოვრების მართვა, ასეთი პასუხი მაქვს : -ალბათ მაშინ, როდესაც გავაცნობიერე, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნად იმიტომაა მოვლენილი, რომ ცხოვრება შეიგრძნოს, იგრძნოს მისი მნიშვნელობა. ამას კი მტკიცედ და თავდაჯერებული მართვა სჭირდება, როგორც ავტომობილს მართავს მძღოლი. მან იცის, რომ არ უნდა გაუშვას ხელი საჭეს, რადგან ამას ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, იგი სულ მობილიზებული უნდა იყოს სვლის პროცესში, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, რათა მშვიდობით მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, ასეა ცხოვრებაშიც, თუ თავად აკონტროლებ თითოეულ მოვლენას, უკვირდები და მობილიზებული ხარ, თუ მყარად გიჭირავს ცხოვრების საჭე, მაშინ აცნობიერებ, რომ ის შენ გეკუთვნის და შენ უნდა მართო. მხოლოდ და მხოლოდ შენზეა პასუხისმგებლობა და არ დაივიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი -„ ყოველთვის ყველგან სიკეთის ნაკვალევი დატოვე!“
სპეციალურად FirstNews.ge -თვის მარკეტინგის მენეჯერის ნათია ბეგლარაშვილის ბლოგი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"