აგრესია და მისი გამოვლინებები, გამომწვევი ფაქტორები
აგრესია არის ადამიანის ერთ-ერთი პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ფაქტორებში.
მოვიყვან მარტივ მაგალითებს:
დაიმკვიდროს ადგილი ნებისმიერი გზით, დაჩაგროს მასზე სუსტი, არ აღიაროს შეცდომა,თავს მოახვიოს თავისი აზრები და შეხედულელები სხვას და ა.შ
რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანში აგრესიის გამოვლინებას:
ბავშვობისდროინდელი ტრავმები, უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია: მშობლების ჰიპერმზრუნველობა ან ინდიფერენტულობა. კონფლიქტი. მშობლების მცდელობა, შვილზე მოახდინონ ზეგავლენა (მშობელში დაგროვილი აგრესიის გამოვლინება).
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს აქვს ხატვის ნიჭი, ატარებენ მუსიკაზე, იმის გამო რომ ეს მათ, მიაჩნიათ სწორად, უნდა ეს ბავშვს თუ არა, არანაირად არ ითვალისწინებენ. გამუდმებით აძლიონ შენიშვნები,ნაცვლად იმისა, რომ აუხსნან,რატომ არ უნდა მოიქცეს ბავშვი ისე, როგორც იქცევა, მხოლოდ ეუბნებიან, ეგრე არ გააკეთოს, არა იმიტომ რომ ეს მისთვის ცუდი არა. იმიტომ, რომ დედას ან მამას ასე უნდათ. ეს ეხებათ ზოგიერთ პედაგოგს (მათი აგრესიის გამოვლინება).
უფრო მეტიც, ბავშვები და მოზარდები, ხშირად ისმენენ ფრაზებს- „მე უფრო უკეთესად ვიცი შენ რა გინდა“. “არ დამიჯერებ და ნახავ რაც მოხდება“; „რანაირად იქცევი, შეხედე იმას, რა კარგია და მიბაძე“ და სხვა. რაც შეეხება მისაბაძ ობიექტს,მასშიც თავისთავად ღვივდება აგრესია,რადგან,მისი მშობლები დიქტატორები არიან. აი ,ასეთი „მისაბაძი“ ბავშვი, შესაძლოა გახდეს დიდი აგრესორი, ან ინფანტილური (ესეც აგრესიის ერთერთი სახეობაა).
ამის და კიდევ უამრავი ფაქტორის შედეგად ყალიბდება აგრესია.
აგრესიის სახეებია:
* ექსპრესიული აგრესია - რისხვისა და სიბრაზის ემოციათა აფეთქება, რომელიც არ არის მიზანმიმართული და სწრაფად ახდენს განმუხტვას. ასეთი აგრესიის ფორმას თან სდევს ფრუსტრაცია, ამდენად ის სხვათათვის, ნაკლებად საზიანოა, თუმცა აქაც კონკრეტული სიტუაციები განიხილება. მაგალიათად:
1.ინდივიდში დაგროვილი აგრესია გამოვლინდა იმპულსურად, უხეშად და პიროვნებისათვის შეურაცმყოფელად. ეს არ იყო ფატალური არცერთისთვის. (მე მან გამაბრაზა და ვეჩხუბე მას, მერე გადამიარა წყენამ. მასაც. მერე შევრიგდით)
2.ინდივიდში დაგროვილი აგრესია ასევე იმპულსურად გამოვლინდა, თუმცა ამას ისეთი უხეში გამოვლინება ჰქონდა, რომ ერთ-ერთი მხარე ძლიერ დაზიანდა. ეს შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური აგრესორისთვისაც და მსხვერპლისთვისაც, მათი ქარაქტეროლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე. (მე მან გამაბრაზა და ვეჩხუბე მერე გადამიარა წყენამ, მაგრამ ის აღარ მელაპარაკება, ნაწყენია) ან (მე მან გამაბრაზა და ვეჩხუბე, მერე ცუდად გავხდი, სასწრაფო მყავდა,ისიც თურმე ცუდად გამხდარა).
* მტრული აგრესია - სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვასა და ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას გულისხმობს. ეს ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე ექსპრესული აგრესია. იგი მოიცავს უფრო დიდ მასშტაბებს. მაგალითად, მასათა ფსიქოლოგიაზე დესტრუქციული ზეგავლენას.
ამის მაგალითი უამრავია კაცობრიობის ისტორიაში.
ჰიტლერმა თავისი ქარიზმის საშუალებით, ზეგავლენის ქვეშ მოიქცია ბრბო, რომლის ქმედებებიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი.
* ინსტრუმენტული აგრესია:
აქ, აგრესია ასევე, არის საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მიზნის ინსტრუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ:
1. ინდივიდუალურად მოტივირებული აგრესია.
ეს ემსახურება ერთი ინდივიდის მიერ მეორე ინდივიდის განადურების მცდელობას:
მაგალითად (მეტი გზა არ მქონდა და მოვკალი). „ეს მეტი გზა“ ვისთვის როგორია. ზოგი საომარი მოქმედებისას ჰკლავს მოწინააღმდეგეს. ზოგს კი ვიღაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს და მას ფიქიკურად ანადგურებს.
2. სოციალურად მოტივირებული.
ეს აგრესიის ფორმა,ადამიანის ან ადამიანთა ფსიქოლოგიურად განადგურების მიზნისკენაა მიმართული. აგრესორი საკუთარი ინტერესებს ატარებს, მასაში ან კონკრეტულ ინდივიდებზე. ეს დამოკიდებულია აგრესორის ან აგრესორთა აგრესიის მასშტაბაბზე და დიაპაზონზე. ჩემი სუბიქეტური მოზაზრებიდან გამომდინარე აღვნიშნავ, რომ ეს საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი აგრესიაა, რადგან ამ აგრესიის ფორმამ შესაძლოა აგრესორთა თაობა წარმოშვას. ზემოქმედების მექამიზმებია, სოციალური ქსელი, მასმედია უამრავი სხვა.
მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი აგრესია, რომელიც „კეთილ ზრახვებს“ ემსახურება.
დასჯა „ჭუის სწავლების მიზნით“.
აქ ცოტა განვავრცობ:
დამსჯელ მასწავლებლად შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ზემოთ ვახენე, მშობელი, პედაგოგი, მოძღვარი. „მოძღვრის ფენომენი“ ასწლეულებს ითვლის.
აქაც დავაკონკრეტებ, აგრესიული სასულიერო პირი, თავს აძლევს უფლებას, რომ მრევლს რომელიც, სოციალურად მოტივირებული აგრესიის მსხვერპლია, მისცეს დირექტივა ილოცოს, როცა იგი ავადაა და სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. („მოძღვრის“ ბავშვობისდროინდელი აღზრდის დეფექტი-კომპლექსი.მაგ. დომინანტობის სურვილი), რადგან სულ მოუწოდებდნენ დამსგავსებიდა იმას, ვინც „კარგად იქცევა“. და ამ კონკეტულ შემთხვევაში ის ახდენს კომპლექსების პროექციას. პროექცია (projection ლათ. – გარეთ გადატანა) – არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე).
რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა გაჟღერდეს, ჩემს პრაქტიკაში, არაერთი მაგალითი მქონია,იმისა, რომ „მოძღვარი“ფსიქიკური პრობლემების, ქცევითი აშლილობების გამო, თვითონ ყოფილა სამკურნალო, იმ დროს, როცა პარალელურ რეჟიმში აქტიურად იყო ჩართული თავის მოღვაწეობაში.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში