შეიყვარეთ თავი უსაზღვროდ და უკიდეგანოდ

პირველი - არ დაიტოვოთ ერთი მისხალიც კი, ისე შეიყვარეთ თავი – სრულიად, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ!
 
მეორე - ისწავლეთ – არავისგან, არასდროს არ ითხოვთ და ნურავისგან ნურაფერს ნუ ელით. გამოიმუშავეთ ეს უნარი.
 
 
სიყვარულია ყველა ფერი – ყველა, ყველაფერი სიყვარულია ! მაგრამ ამ სიყვარულის საწყისი ცენტრი საიდანაც ის ვრცელდება, თქვენ ხართ. თქვენ ხართ გარშემო არსებულის სიყვარულის პირველწყარო.
 
 
თუ შენ არ გიყვარს თავი არც სხვები არ გიყვარს, უბრალოდ რაღაც სარგებელია ამ „სიყვარულში“, რა დროსაც მოგვიანებით, აუცილებლად, მოლოდინები ემსხვრევა კედლებს გაუსაძლის ტკივილებად და პრობლემებად.
 
 
თუ ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და მიღება, ეს ის გამოცდილების გზაა, რასაც მარტივად გაივლი სხვის მიღებაშიც და სიყვარულშიც.
 
 
ანუ
 
 
ის როგორი დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი თავის მიმართ – წარმოადგენს საზომს სხვებისთვის. რადგან, სხვები, სწორედ იგივე დოზით გამოხატავენ შენს მიმართ სიყვარულს.
 
 
აქ ნაკლებად ხდება სასწაულები:
 
 
თუ შენ არ აფასებ და არ გიყვარს საკუთარი თავი, ნაკლებად შესაძლებელია შეხვდე მამაკაცს, რომელიც დაგაფასებს და შეგიყვარებს. შანსი ნოლია!!!! ბედნიერებიკენ კარები იღება შენსკენ. თავიდან შეიყვარე საკუთარი თავი. სხვა შანსი მაინც არ გაქვს, რაც მალე მიხვდები ამას უკეთესია, რადგან ყველა სირთულე და პრობლემა ურთიერთობების დროს წამოქმნილი, მაინც დაგაბრუნებს საკუთარ თავთან პასუხგაუცემელი კითხვებით.
 
 
—————
 
 
როდესაც ახალგაზდა გოგოს მტკივნეულად დაუსრულდა ბიჭთან ურთიერთობა, მას ეჩვენებოდა, რომ ცა ჩამოიქცა, მიწა გასკდა და ქვეყნის აღსასრული დადგა. ვერ ხვდებოდა რატომ და რისთვის არ კვებოდა, ასეთ დროს თავად…. ძალიან ტკიოდა, თვეების მანძილზე – სიცოცხლე კვებოდა მასში.
 
 
როცა, მაინც არ მოკვდა ფიზიკურად და ამას მიხვდა, ჩაეფლო მიგდებულ-მიტოვებულ-არასრულყოფილების შეგრძნებებში სრულად… და უკვე თავად სიცოცხლე „დაიკიდა ფეხზე“ – აკეთებდა რაც, როდის და როგორც უნდოდა… თუმცა, ახალ რომ აკვირდება, ამ „დაკიდების“ დროსაც ყველასგან სიყვარულს, საყრდენს დაეძებდა ანუ სადღაც დაკარგულს ანუ ისტერიულად ეძებდა თავს. სხვებში ეძებდა თავს!!!!
 
 
ყოველ მცდელობაზე სურდა სხვებს მიეღოთ, შეექოთ, შეეყვარათ ისეთი როგორც არის…
 
 
მცდელობები მორიგი ტკივილით და ღრმა უარყოფის შეგრძნებით სრულდებოდა.
 
 
მოგვიანებით, ალბათ, რაღაც ინტუიციამ იმუშავა (რადგან გაცნობიერებულად არ დადგომია ამ გზას) .
 
 
იმ ცხოვრების ბოლო, ფსიქოლოგიურად ძალადობრივმა მომენტმა (რომელიც ერთხელაც, დააფიქსირა) დააფიქრა.
 
 
მწარე სილის გარტყმას ჰგავდა გამოფხიზლება: სტოპ, ასე გაგრძელება არ შეიძლება, საით მივექანები?
 
 
გადახედა წარსულს და გააცნობიერა, რომ ურთიერთობაში ყოველთვის მეტს დებდა, ვიდრე იღებდა. მეტად უყვარდა, მეტად ზრუნავდა, მსხვერპლად ეწირებოდა (მზად იყო მომკვდარიყო მისთვის), მიდიოდა საკუთარი შეხედულებების, პრინციპების, ფასეულობების წინააღმდეგ… მერე მისგანაც ელოდა (რასაც გასცემო… როგორ მოექცევიოო… – ხომ იცოდაა, ასწავლეს), მაგრამ ამაოდ…. ვერ ხედავდა, არ უფასებდა, ადანაშაულებდა, ამცირებდა… (და კვლავ, იგივე მეორდებოდა)… მერე იჯდა და ტიროდა – წყინდა, ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, გაცრუებულ იმედებზე, დაკარგულ დროზე, ხელში ჩამდნარ საუკეთესო წლებზე, ეცოდებოდა თავისი თავი, რცხვენოდა, იდანაშაულებდა, ნანობდა…
 
 
როდემდე?…
 

 

ამისთვის ნამდვილად, უნდა დაესვა წერტილი.

 
 
როგორ?
 
 
აზრზე არ იყო და ინტუიციურად, ისე თავისთვის, გადწყვიტა:
 
 
ამ წამიდან არ დაუშვებდა მასზე არანაირ ზეწოლას. ჯერ არ დაბადებულიყო დედამიწის ზურგზე ადამიანი ვინც, თვალზე ცრემლს მოგგვრიდა და რამე ფორმით მაინც დაამცირებდა…
 
 
ეს პროცესი თვითგადარჩენის ინტიქტის დონეზე ჩაურთო სამყარომ. მართალია გოგონა ვერ ხედავდა, მაგრამ სამყარომ ხომ იცოდა, რომ მასში ჩარჩენილი სასიცოხლო ნაკვერჩხალი, შეიძლებოდა აეგიზგიზებინა ცეცხლად, სადაც უამრავი მისი მსგავსი შეძლებდა გათბობას, შეძლებდა ბნელის განათებას (მაგრამ ეს გოგონამ მაშინ არ იცოდა)..
 
 
და გაბედა…
 
 
გაბედა საკუთარი შინაგანი ხმისთვის მოესმინა, გამოფხიზლებულიყო ილუზიის მირაჟიდან…
 
 
მას მერე წლები გავიდა და ახალა ესმის, რას ნიშნავდა მაშინდელი პროცესი. ეს იყო საკუთარ თავთან დაბრუნება –  მიღება, სიყვარულის სწავლა.
 
 
და დაიწყო…
 
 
ყველა ის სიყვარული, რომელსაც ადრე აძლევდა პარტნიორს, მისცა საკუთარ თავს.
 
 
შეიყვარა თავი სრულად!
 
 
სამსახურში აიწყო კარიერა, გამოიმუშავებდა თანხას კარგად, ანებივრებდა თავს, ჰარმონიულად და სიამოვნებით განკარგავდა ფინანსებს. ლამაზი კაბები, ძვირად ღირებული თავის მოვლის საშუალებები, ელიტარული კაფეები, რესტორნები, თეატრები, ოპერა, ბელეტი.. მხოლოდ ტაქსი, დასვენება საუკეთესო ადგილებში. მან შეიყვარა და მისცა თავის ის ყველაფერი, როგორც უნდოდა რომ ყვარებოდა  და მისთვის მიეცა მამაკაცს. მან უფლება მისცა თავს (მიუხედავად სხვების შეხედულებებისა,) ყოფილიყო ბედნიერი და  საკუთარი თავისგან განებივრებული. მეორე პროფესიაც წარმატებით აითვისა, ისწავლა კიდევ ერთი უცხო ენა… მისი კარიერა მიიწევდა მწვერვალისკენ. გახდა თავის საქმეში და პროფესიაში „ნამდვილი ვარსკვლავი“….
 
 
და აღმოაჩინა,
 
 
ამ პერიოდში მამკაცებისგან  მის მიმართ ინტერესს არ ჰქონდა საზღვარი (ზოგი ბედავდა მცირედ კომპლიმენტს, ზოგიც მხოლოდ შორიდან ეტრფოდა). პირადად მისთვის, არც ერთი მათგანი არ წარმაოდგენდა არანაირ ინტერსს და ასე შორიდან, მშვიდად, ბედნიერად აგრძელებდა ცხოვრებას თავისი ცხოვრებით – ქმნიდა აშენებდა, უყვარდა ყველა და ყველაფერი …. და სრული სიყვარულით და მიმღებლობით აკვირდებოდა რას უმზადებდა სამყარო…
 
 
საქმე იმაში იყო, რომ მან გარეთ შეწყვიტა იმის ძებნა, რაც თავიდანვე უნდა ეგრძნო და მიეღო საკუთარი თავიდან. არავინ არის ვალდებული რომ უყვარდე და გჩუქნიდეს საჩუქრებს, კომპლიმენტებს, ყურადღებას, ზრუნვას. არავინ არის ვალდებული კომპენსირება გაუწიოს იმ გრძნობებს რაც ვერ მიიღე თავის დროზე მშობლებისგან. აბსოლუტურად არავიიიინ!!! მამკაცმა რ უნდა შეგიცვალოს „მზრუნველი მამა“, რომელიც იყო მკარი (სასტიკი), არ ვერ განებივრებდა ბავშვობაში ან არ გყოლია საერთოდ.
 
 
ბედნიერი ცხოვრება თუ გინდა, დაივიწყე სიტყვა „უნდა… ვალ_დებულია..“. შენი  ვალ დებული მშობლებიც კი არ არიან. ის რომ მათ გადაწყვიტეს შენი გაჩენა, მიუხედავად გაჭირვებისა, თავს მოაკლეს ბევრი რამ, რათა გაეზარდეთ. გაკეთეს ეს როგორც იცოდნენ და როგორც შეეძლოთ… მარტო ამის გულისთვის უნდა იყოთ, მათი მადლიერი და არა უმადურები (მაგ: მეზობელ ლანას მშობლემა მანქანა უყიდეს, ჩემები კი გაკეთეულ საჭმელსაც მამადლიან ან „თუ არ შეეძლოთ რჩენა, რას მაჩენდნენ“).
 
 
————————————–
 
 
ეს ისტორია იმიტომ მოვყევი, რომ დაგანახო გზა:
 
 
შენ საუკეთესოს იმსახურებ!
 
 
შენ შეგიძლია გახდე საკუთარი თავისთვის „საყრდენიც“, „ზურგიც“, სიყვარულიც და ყველაფრიიიი…. ის, რასაც ეძებ მამკაცში ანუ „მეორე ნახევარში“.
 
 
წარმატებული შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ურთიერთობები, სადაც ორი სრულყოფილი ადამიანი ერთიანდება, ცხოვრობს და ტკბება ცხოვრების შესაძლებლობებით.
 
 
და თუ ურთიერთობების მიზეზი ხდება, რომელიმე მხრის პრობლემების გადაჭრა მეორით (სარგებელი: „მას აქვს ის, რაც მე მინდა“ „მის გვერდით ვარ მხოლოდ ბედნიერი“)  –  ეს არის დროის და ენერგიის ფუჭად ხარჯვა.
 
 
 
 
 
  • გაუშვი მოლოდინები

 

  • შეწყვიტე მოთხოვნები

 

  • შეიყვარე თავი უკიდეგანოდ
 
 
გამოუტყდი საკუთარ თავს სიყვარულში:
 
 
ჯერ მიიღე თავი ისეთი, როგორიც ხართ.
 
 
მერე, გააცნობიერე – შენ იმდენად განსაკუთრებული, უნიკალური და განუმეორებელი (მეორე მსგავსი არ არსებობს ბუნებაში) ხართ, კი არ გაკლია ან დაკარგე რამე (რაც მოგწონს/გინდა მასში), არამედ უკვე ხარ მთლიანი, სრულყოფილი, ღვთაებრივი!
 
 
შენ სხვა არ გჭირდება რამის მისაღებად, შენშია ყველაფერიიი! ყველ ფერი რაც გგონია, რომ შეუძლია მან მოგცეს, გაქვს შენ!!!
 
 
ჭეშმარიტად, შენი გამოცდილება, ძლიერი და სუსტი მხარეები წარმოადგენს შენს უნიკალურობას!
 
 
 
სამყარომ შეგქმნა უნიკალურად!
 
 
და თუნდაც, თუ ერთი დეტალს შეცვლი თავში, დაკარგავ მხოლოდ შენთვის დამახასიათებელ ხიბლს და შარმს!
შენშია ყველა ის ფერი (სიყვარულია ყველა ფერი) რაც გჭირდება ბედნიერებისთვის!
 
 
მხოლოდ,
 
 
მიიღე საკუთარი თავი და თავს თავად მიეცი ის ყველაფერი, რასაც ასე განწირული გაჰკივის და ითხოვს შენი შინაგანი ბავშვი! შეიყვარე თავი უკიდეგანოდ, უსასრულოდ!!!
 
 
ვინც ამას შეძლებს – განწირულია გულწრფელი, ნამდვილი, უსაზღვრო ბედნიერებისთვის!
 
 
შეიყვარე საკუთარი თავი, მხოლოდ, ამის მერე, მრავლიდან ამოარჩევ იმ ერთადერთს, რომელსაც სინამდვილეში უყვარხარ! შენ ამას იგრძნობ! ასე მოხდა იმ გოგონას შემთხვევაში, ასე მოხდება შენთან!
 
 
სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია
 
 
წაკითხვა 1207 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 15 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.