რა ზეგავლენას ახდენს თქვენს ტვინზე 5-წუთიანი სიწყნარე
რამდენიმე წუთი, გატარებული სიწყნარეში, საკმარისია იმისათვის, რომ ტვინმა იმუშაოს უკეთესად და გადავიდეს შემდეგ საფეხურზე.
ზოგჯერ 5 წუთი საკმარისია სიმშვიდის მოსაპოვებლად, განწყობის გასაუმჯობესებლად და ოპტიმიზმით დასამუხტად. ადამიანები სოციალური არსებები არიან და სრულყოფილი ცხოვრებისა და ზრდისთვის სჭირდებათ გარშემო ადამიანები. ტვინს მუსიკის, საუბრების, წარმოსახვის გარდა, სჭირდება სიწყნარე, სიმშვიდე და სიჩუმე. ეს აუცილებელია ადამიანისთვის კვებისა და ძილის მსგავსად.
სიწყნარე ტვინში ახალ ნეირონებს ქმნის
- ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ბევრი სხვადასხვა ტიპის ხმაურით არის დატვირთული. სადღაც ტელევიზორის ხმა ისმის, ყურსასმენებში - საყვარელი მუსიკა, ტრანსპორტში - ძრავის ხმა და სხვების საუბრები, სუპერმარკეტებში დინამიკებში აქციის პირობებს აცხადებენ. ერთი სიტყვით, გარშემო სულ ხმაურია, რაც თანდათან ჩვენს ტვინს ისრუტავს. თუმცა აუცილებელია, დღეში ერთხელ მაინც სრული სიმშვიდე მოვუწყოთ ტვინს. შედეგად ტვინის ნახევარსფეროში ხდება ახალი ნეირონის ჰიპოკამპში ჩამოყალიბება, რაც პასუხისმგებელია ემოციებსა და მახსოვრობაზე. შედეგად უფრო სხარტად იაზროვნებთ და გარშემო მიმდინარე ამბებს სწრაფად გადაამუშავებთ.
სიჩუმე აუმჯობესებს ემპათიას და აღქმადობას
- ეს ბევრად საინტერესოა. ტვინის მარცხენა ზედა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ემპათიაზე. როცა ეს ზედაპირი ზიანდება, ემპათიაც მცირდება, შედეგად კი გადაწყვეტილებებს უფრო გვიან ვიღებთ და გარშემო მომხდარზე ნაკლებ ინტერესს ვავლენთ. 5-წუთიანი სიჩუმე უზრუნველყოფს ამ ნახევარსფეროს აღდგენას. სიმშვიდის შედეგად ტვინი ახერხებს დროულად აღდგენას და უკეთ ითავისებს უცხო შეგრძნებებს, რაც გეხმარებათ გარშემომყოფი სამყაროს უკეთესად აღქმაში.
სიჩუმე სტრესს აგაცილებთ თავიდან და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ
- როცა გარშემო ზედმეტად ხმაურიანი გარემოა, ტვინის სტრუქტურის აქტივაცია ხდება, რომელსაც "ნუშის სხეული" ეწოდება. ეს ნაწილი პასუხისმგებელია ტვინზე ინსტინქტური მექანიზმის გააქტიურებაში საფრთხის მოახლოებისას. "ნუშის სხეული" ხმამაღალ ხმაურს, მაგალითად, დატვირთულ ქუჩას ავტომობილებით, საფრთხედ აღიქვამს. შედეგად სტრესის დონე მატულობს ადამიანში და გამოიყოფა დიდი რაოდენობით კორტიზოლი. ამერიკის ფსიქოლოგიურმა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ადასტურებს რამდენიმეწუთიანი სიწყნარის აუცილებლობას. ამ მეთოდით ტვინი ამცირებს სტრესის დონეს და იძლევა სეროტონინის, ენდორფინის, ოქსიტოცინის გამომუშავების საშუალებას, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს განწყობაზე.
სიწყნარე ტვინს უკეთ კონცენტრირებაში ეხმარება, ინფორმაციასაც უფრო სწრაფად იღებს და ამუშავებს. შედეგად კი თავს უფრო ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობთ. როგორც ფრიდრიხ ნიცშე წერდა, "დიდების გზა ყოველთვის სიჩუმით იწყება." ისწავლეთ დროდადრო ხმაურის "გამორთვა", იმისათვის, რომ მოუფრთხილდეთ შინაგან სამყაროს.
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია