შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
,,ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტო, ოფიციალური Facebook გვერდის და Youtube არხის გარდა, არ ფლობს სხვა სოციალურ პლატფორმებს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს სახელით სხვადასხვა გვერდსა და პლატფორმაზე ვრცელდება, შესაძლოა იყოს არასწორი და საჭიროებდეს გადამოწმებას სააგენტოს ოფიციალურ არხებზე.
- www.youtube.com/@serviceagency
- Facebook: https://tinyurl.com/5fskne7n
- ვებგვერდი: https://tinyurl.com/cj2hm76r”,- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,აშშ-ს შეუზღუდავი იარაღის რეზერვები აქვს'' - ტრამპი
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის
- აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო
- “სააკაშვილის და “ნაცების” ჟრიამული – „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ – წილოსანი
- ლარი გაუფასურდა
