15 ნაბიჯით შეცვალეთ სამყარო და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ
1. ჩამოაყალიბეთ თქვენი ცხოვრებისეული ფასეულობები
ჩამოწერეთ იმ ფასეულობების სია, რაც ყველაზე ღირებულია თქვენთვის და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რაში მჭირდება ეს? – პასუხები ჩამოწერეთ და კიდევ ერთხელ ჰკითხეთ თავს: მაინც რატომ? ასე ნელ-ნელა მიუახლოვდებით თქვენს მთავარ სურვილებს. შემდეგ კი შეადგინეთ მთელი წლის ან სულაც მომავალი 5 წლის მიზნები.
2. გადაერთეთ ცხოვრების ეკოლოგიურ წესზე
დროა ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთად დავიწყოთ, დაივიწყეთ პოლიეთილენის პარკები და საყიდლებზე თქვენი ჩანთით იარეთ. უარი თქვით ერთჯერად ჭიქებზე, ეს ყავასაც ეხება, შეიძინეთ თერმოსი და ყოველთვის თან ატარეთ.
3. იპოვეთ საყვარელი საქმე
არ არის აუცილებელი შემოსავლის მთავარ წყაროზე თქვათ უარი, არ გეუბნებით, რომ სამსახურს თავი დაანებოთ, უბრალოდ გირჩევთ მოძებნოთ ის, რასაც შეიყვარებთ და აკეთოთ სწორედ ის, რაც გაგაბედნიერებთ.
4. გადაარჩიეთ თქვენი გარდერობი
მართალია, ეს ყველაზე მოსაწყენი და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რამდენ არასაჭირო ნივთს ინახავს თქვენი გარდერობი. გაადარჩიეთ ნივთები და მიეცით ისინი მათ, ვისაც უფრო სჭირდებათ, ან სულაც მიიტანეთ ტექსტილის გადამამუშავებელ ქარხნებში.
5. თავი შეიკავეთ იმპულსური შენაძენებისგან
მაღაზიაში წასვლამდე შეადგინეთ საყიდლლების სია, რათა თავი აარიდოთ არასაჭირო პროდუქტების შეძენას. შოპინგის დროს კი კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს? დაათვალიერეთ სხვა ნივთებიც და თუ მიხვდებით, რომ გული ისევ იმ შერჩეულისკენ მიგიწევთ მხოლოდ მაშინ შეიძინეთ.
6. ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმლის შემადგენლობას
ხარისხიანი სამოსი უფრო დიდხანს ძლებს. სწორედ ამიტომ, რაიმეს შეძენამდე აუცილებლად გაეცანით ინფორმაციას, იკითხეთ რომელი ქსოვილისგან არის დამზადებული სამოსი.
7. გაეცანით ინფორმაციას კოსმეტიკური საშუალებების შეფუთვაზე
არჩევანი გააკეთეთ ეკოლოგიურ კოსმეტიკურ საშუალებებზე. ამის შესახებ ინფორმაციას კი პროდუქტების შეფუთვაზე მიიღებთ. ეძებეთ სპეციალური ნიშნები, რომლებიც ეკოშეფუთვებისა თუ პროდუქტის ეკოლოგიური შემადგენლობისკენ მოგიწოდებენ.
8. იზრუნეთ ტყეზე
ყველაზე მტკივნეული საკითხის ჯერიც დგება, მაგრამ ეკოლოგიისთვის ბრძოლა ტყეზე ზრუნვით უნდა დაიწყოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ელექტრონულ წიგნებზე გადახვიდეთ.
9. დაკავდით თვითგანათლებით
ლოგიკურია, ეკოლოგიაზე ზრუნვის შესახებ ამ სტატიაში ამომწურავ ინფორმაციას ვერ მიიღებთ, ეს ნამდვილად ზღვა მასალაა, რომელიც ძირფესვიანად შესწავლას მოითხოვს. დაიწყეთ დოკუმენტური ფილმებიდან, ნელ-ნელა გადადით წიგნებზე, შემდეგ კი უშუალოდ ჩაერთეთ გარემოს დაცვის საკითხებში.
10. თავად დაასუფთავეთ თქვენი ეზო
ნუ დაელოდებით, რომ ამას თქვენს ნაცვლად სხვა გააკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა კერძო სახლში ცხოვრობთ თუ მრავალსართულიან საცხოვრებელში, შეაგროვეთ ეზოში დაყრილი ნაგავი და ეცადეთ გაამწვანოთ მიდამო, რომელშიც ცხოვრობთ.
11. დაეხმარეთ გარშემომყოფებს
ხშირად, კეთილი საქმის კეთება და დახმარების ხელის გაწვდენა თავს საუკეთესოდ გვაგრძნობინებს, რატომაც არა? – თუკი ამით ორივე მხარე იხეირებს, რატომ არ შეიძლება უფრო ხშირად გავახაროთ ადამიანები და საჭირო დროს, მათ გვერდში აღმოვჩნდეთ.
12. თვალი ადევნეთ საკუთარ პროგრესს
არ არსებობს იმაზე უკეთესი შეგრძენება, როდესაც მძიმე შრომის შემდეგ სასურველ შედეგს იღებთ. სწორედ ამიტომ, ფეხდაფეხ მიჰყევით საკუთარ მიღწევებს, რათა შემდგომში, თქვენ თავად გახდეთ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მოტივატორი.
13. მხოლოდ კარგზე ფოკუსირდით
ახლა, როდესაც ძალიან რთულ საქმეს მოეკიდეთ, თქვენ გარშემო ნეგატივი იმატებს. სწორედ ამიტომ, კარგ ამბებზე ფოკუსირება უმნიშვნელოვანესია. ძილის წინ, სულ მცირე 3 რამ მაინც გაიხსენეთ, რაც ამ დღეს მოხდა თქვენს ცხოვრებაში. დიდი დრო გაატარეთ მეგობრებთან, დაეხმარეთ ადამიანებს, თუკი სტრესი არ შემსუბუქდება, ფსიქოლოგთან მისვლაც ნუ მოგერიდებათ.
14. მონაწილეობა მიიღეთ ქველმოქმედებაში
თუკი დაფიქრდებით, შესაძლოა ნებისმიერ წამს აღმოაჩინოთ, რომ საქველმოქმედო საქმის წამოწყება თავადაც მარტივად შეგიძლიათ. თუმცა, დროის უქონლობის გამო, უკვე არსებულ საქველმოქმედო საქმეში ჩაბმაზეც ნუ იტყვით უარს.
15. არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა
ეს მცირე ჟესტი ყველას უფრო კეთილშობილს ხდის. მადლობა გადაუხადეთ ადამიანებს, რაოდენ მცირე სიკეთეც არ უნდა გაგიკეთონ, უფრო ხშირად უსურვეთ სხვებს ბედნიერება.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში