როგორ ვისწავლოთ უფრო სწრაფად – ტექნიკა ნეიროფსიქოლოგებისგან

როდესაც გინდათ, ისწავლოთ რაღაც ახალი, მნიშვნელოვანია, რამდენად ბევრს აკეთებთ ამისთვის, თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია გზა, რომლითაც ცდილობთ სწავლას.

ზოგი ადამიანისთვის სწავლა ერთი და იმავე მოძრაობის გამეორებას ნიშნავს, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრისას.. ან სიტყვების დაზეპირებასა და გამეორებას, უცხო ენის ათვისებისას. რა თქმა უნდა, ესეც ერთგვარი მეთოდია, თუმცა, ეს არ ავითარებს თქვენს უნარებს იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც მათ ეს შეუძლიათ. ზოგ შემთხვევაში კი, ამან შესაძლოა, საერთოდ არ მოგცეთ შედეგი.

 

ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, განუწყვეტლივ ერთი და იმავეს გამეორების ნაცვლად, დასასწავლ ობიექტთან მომიჯნავე საკითხების გაცნობა, ან მიდგომების გამუდმებით ცვლა უფრო ნაყოფიერი მეთოდია. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს რეკონსოლიდაციამდე მივყავართ, ანუ, უკვე არსებული ინფორმაციის ახალ ცოდნასთან დაკავშირებამდე. ნეირომეცნიერი, ჯოზეფ ლედუქსი ვიდეოში განმარტავს, თუ რა არის მეხსიერების კონსოლიდაცია და რეკონსოლიდაცია, როგორც მეხსიერების განახლების სისტემა.

 

სწავლის მეთოდის შეცვლას რომ დავუბრუნდეთ…

 

თქვენ შეიძლება ისროდეთ კალათბურთის ბურთს კალათისკენ, რომელიც ყოველ ჯერზე, ერთი მანძილითაა დაშორებული იატაკიდან, საჯარიმო ხაზი ყოველთვის ერთი მანძილითაა დაშორებული კალათისგან. თქვენც, შეგიძლიათ ფეხი არ მოიცვალოთ და ერთი ადგილიდან ეცადოთ კალათში ბურთის ჩაგდებაში ვარჯიშს. თეორიულად, ერთი და იმავე წერტილიდან განუწყვეტლივი სროლა გეხმარებათ სწორი  მოძრაობების გამომუშავებაში, გივითარებთ თქვენი კუნთების მეხსიერებას, ასე რომ, თქვენი სიზუსტე და თანმიმდევრულობა გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, ეს რეალურია, თუმცა უმჯობესი და უფრო სწრაფი გზა ამისთვის სხვაგვარია: სხვადასხვა ჯერზე, როცა ბურთის სროლას დააპირებთ, ოდნავ შეიცვალეთ პოზიცია. შესაძლოა, ერთხელაც რამდენიმე ნაბიჯით შორს, ან ახლოს დადგეთ კალათთან. ან გამოიყენოთ სხვა ბურთი. ეს უფრო სწრაფად სწავლის შესაძლებლობას მოგცემთ..

 

მეცნიერები ამბობენ, რომ დასასწავლი მიზნისგან ძალიან განსხვავებული რამის გაკეთება არ მიგიყვანთ კონკრეტული უნარის გაუმჯობესებამდე. „გააკეთეთ რაღაც ძალიან განსხვავებული და თქვენ შექმნით ახალ მოგონებას და არა რეკონსოლიდაციას“. ამიტომ, მნიშვნელოვანია მომიჯნავე საკითხის სწორი განსაზღვრა. მაგალითად, ზემოაღნიშნული კვლევისას, მონაწილეებს მისცეს ექვსსაათიანი შუალედი, რადგან ნეიროფსიქოლოგიური კვლევა მიგვითითებს, რომ ეს არის დრო ახალი მოგონებების ძველ მოგონებად საქცევად. რადგან ვსაუბრობთ ძველი ინფორმაციის ახალი ცოდნით განახლების სისტემაზე, ეს დრო აუციელებელია მოგონების დასაძველებლად.

 

 

როგორ ავითვისოთ ახალი უნარი?

განვითარებისთვის პატარა, ჭკვიანური ცვლილებებია საჭირო. თითოეული ინდივიდი განსხვავებულია, ამიტომ, აუცილებელია იპოვნოთ ის მეთოდი, რომელიც თქვენს უნარს ყველაზე მეტად „მოსწონს“.. ჩვენ მხოლოდ გზას გიჩვენებთ:

 

  1. იპოვნეთ სასურველი უნარი. დაიწყეთ და გაიმეორეთ მეცადინეობა ერთი და იმავე მეთოდით. მეორე ჯერზე, თქვენი ფიქრები უფრო დალაგებული იქნება, ვიდრე პირველზე, ასე მუშაობს პრაქტიკა, თუმცა, მესამედ იმავეს გამეორების ნაცვლად..
  2. დაელოდეთ.. მიეცით საკუთარ თავს მინიმუმ ექვსი საათი იმისათვის, რომ ინფორმაცია იქცეს მეხსიერების ნაწილად. (ან შეგიძლიათ, მეცადინეობის გაგრძელება მეორე დღემდე გადადოთ);
  3. იმეცადინეთ ისევ, თუმცა, ამ შემთხვევაში ტემპს აუჩქარეთ, ისაუბრეთ ცოტათი უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე. სიჩქარის მომატება ნიშნავს, რომ უშვებთ მეტ შეცდომას, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ, ამ პროცესში გარდაქმნით თქვენს ძველ ცოდნას ახალ ცოდნად. ან სცადეთ ოდნავ ნელა. იგივე რამ მოხდება და თან, შეგიძლიათ გამოსცადოთ ახალი ტექნიკები, მაგალითად, გამოიყენოთ სიჩუმე. ან, დაყავით თქვენი საკითხი პატარა ნაწილებად. დაანაწევრეთ ის, განიხილეთ ცალ-ცალკე და დაუბრუნეთ „საკუთარ ადგილს“.
  4. შემდეგ ჯერზე, ოდნავ შეცვალეთ პირობები.. შეცვალეთ მეცადინეობის გარემო, თუ აქამდე ჩუმად კითხულობდით, წაიკითხეთ ხმამაღლა და ა.შ. თუ ერთსა და იმავე წიგნს კითხულობდით, წაიკითხეთ სხვა, მსგავსი წიგნი, ან სტატია, რომელიც შესაძლოა პირდაპირ არა, თუმცა ნაწილობრივ ეხება თქვენს საკითხს.

https://www.marketer.ge/

წაკითხვა 751 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 27 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.