როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი შესაძლებლობები – ქეროლ დვეკის რეკომენდაციები
ადამიანებს შეუძლიათ გააუმჯობესონ საკუთარი შესაძლებლობები. ამის საწყისი ბავშვობიდან მოდის, თუ როგორ ვუდგებით ჩვენ ამა თუ იმ დავალებას, რა შანსს ვაძლევთ საკუთარ თავს, სიახლეს ვიღებთ როგორც გამოწვევას თუ პირიქით, როგორც დაბრკოლებას. ქეროლ დვეკიმ TED-ზე ზრდის მენტალიტეტზე ისაუბრა და აუდიტორიას საკუთარი ხედვა გაუზიარა.
“ჩიკაგოში, ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ გარკვეული კურსები დასამთავრებლად. თუ ვერ ჩააბარებენ, იღებენ შეფასებას “ჯერ არა”. ეს არაჩვეულებრივია, რადგან თუ შენ იღებ ჩამჭრელ შეფასებას, შენ ფიქრობ : “მე არაფერი ვარ, მე არსად ვარ”. მაგრამ თუ შენ იღებ “ჯერ არა”-ს, ეს მომავლისკენ გზას გისახავს. მაინტერესებდა, როგორ ართმევენ ბავშვები თავს გამოწვევებს და სირთულეებს. 10 წლის ბავშვებს მივეცი ამოცანები, რომლებიც ცოტა რთული იყო მათთვის. ზოგიერთ მათგანს დადებითი რეაქცია ჰქონდა და აღნიშნეს, რომ უყვართ გამოწვევები. ისინი მიხვდნენ, რომ მათი შესაძლებლობები შეიძლება განვითარებულიყო და ჰქონდათ ზრდის მენტალიტეტი. თუმცა, მეორე ნაწილმა ეს გამოწვევა ტრაგიკულად აღიქვა. ისინი მოქმედებდნენ “ახლას” პრინციპით, როცა შეეძლოთ ემოქმედათ “ჯერ” პრინციპით. ერთ კვლევაში მათ გვითხრეს, რომ თუ ტესტში ჩაიჭრებოდნენ, შემდეგ ჯერზე გადაიწერდნენ, იმის ნაცვლად რომ უფრო მეტი ემეცადინათ. მორიგ კვლევაში ჩაჭრის შემდეგ კი, ისინი ეძებდნენ ვინმეს, ვინც მათზე ცუდად დაწერა ტესტი, რათა თავი კარგად ეგრძნოთ. ყველა მომდევნო კვლევის თანახმად ისინი გაურბოდნენ სირთულეებს.
როგორ ვზრდით ბავშვებს? ათიანების მიღებით შეპყრობილებს? მათი ყველაზე დიდი მიზანი კარგი ნიშანი ან ქულაა? ან რა მოგვეთხოვება ჩვენ? პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია შევაქოთ ისინი ჭკვიანურად, მათი ინტელექტის და ნიჭის ქების გარეშე. შეაქეთ პროცესი, რომელშიც ბავშვები ერთვებიან: მათი მონდომება, სტრატეგიები, განვითარება. ამით ბავშვები უფრო გამბედავები და გამძლეები ხდებიან. ჩვენ შევქმენით გუნდი თამაშების მეცნიერებთან ერთად. ონლაინ თამაშში, სტუდენტები ჯილდოვდებოდნენ ძალისხმევისათვის, სტრატეგიისა და პროგრესისთვის. სიტყვები: “ჯერ”, ან “ჯერ არა”, აძლევენ ბავშვებსა და სტუდენტებს თავდაჯერებულობას, უსახავენ მათ გზას მომავლისკენ, რომელიც ქმნის უფრო დიდ უდრეკობას. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მოსწავლეების მენტალიტეტის შეცვლა. ერთ კვლევაში, სტუდენტებს ვასწავლეთ, რომ ყოველ ჯერზე, მათ უნდა დაეტოვებინათ საკუთარი კომფორტის ზონა, იმისათვის რომ ესწავლათ რაიმე ახალი და რთული. მათი ნეირონები ტვინში ახალ და უფრო ძლიერ კავშირებს ამყარებდნენ, დროსთან ერთად კი უფრო გონიერები გახდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები, რომლებსაც არ ვასწავლეთ აღნიშნული ზრდის მენტალიტეტი, აგრძელებდნენ დაბალი ნიშნების მიღებას”.
fortuna.ge
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია