მაისი 29 2022 წაკითხვა 528 ჯერ

"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

მაისი 28 2022 წაკითხვა 352 ჯერ

მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს მისი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედში“ განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მან მისი შვილის მკურნალი ექიმი მოინახულა, რომელთანაც საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ საკითხზე, რომ საკვებს ვერ იღებს, რაც პრობლემად რჩება. ამასთან, გიული ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ძლიერი ტკივილები აქვს.

„მე პირადად ველოდები და თვითონაც ელოდება კლინიკაში კომისიის შესვლას. ამ კომისიაზეა დამყარებული მთელი იმედი, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს, ობიექტური დიაგნოზით“, - აცხადებს ალასანია.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ და დაიწყოს კომპლექსური მკურნალობა, რაც მას სჭირდება. ამასთან, ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს წონაშიც დაკლებული აქვს.

„კვლევებიც ალბათ გრძელდება, ამ შაბათ-კვირას ალბათ არ იქნება, მაგრამ მერე რას უპირებენ, ესეც არ ვიცი. რაღაც გაგრძელდება ალბათ, არ ვიცი. მირჩევნია, რომ უკვე დროზე გაიყვანონ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს. ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აცხადებს გიული ალასანია.

მაისი 28 2022 წაკითხვა 345 ჯერ

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას.

მაისი 27 2022 წაკითხვა 352 ჯერ

თურმე არავინ არ იყო მისი [მიხეილ სააკაშვილის] მომხრე არასოდეს და არავინ იყო არაფრით კმაყოფილი, ყველა ნაწყენი აღმოჩნდა, -

მაისი 27 2022 წაკითხვა 393 ჯერ

6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მაისი 27 2022 წაკითხვა 463 ჯერ

ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს, - ასე მიმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

გვერდი 195 სულ 686
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.