''მირჩევნია, რომ მიშა დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს?'' - გიული ალასანია
მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს მისი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედში“ განუცხადა.
გიული ალასანიას თქმით, მან მისი შვილის მკურნალი ექიმი მოინახულა, რომელთანაც საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ საკითხზე, რომ საკვებს ვერ იღებს, რაც პრობლემად რჩება. ამასთან, გიული ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ძლიერი ტკივილები აქვს.
„მე პირადად ველოდები და თვითონაც ელოდება კლინიკაში კომისიის შესვლას. ამ კომისიაზეა დამყარებული მთელი იმედი, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს, ობიექტური დიაგნოზით“, - აცხადებს ალასანია.
როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ და დაიწყოს კომპლექსური მკურნალობა, რაც მას სჭირდება. ამასთან, ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს წონაშიც დაკლებული აქვს.
„კვლევებიც ალბათ გრძელდება, ამ შაბათ-კვირას ალბათ არ იქნება, მაგრამ მერე რას უპირებენ, ესეც არ ვიცი. რაღაც გაგრძელდება ალბათ, არ ვიცი. მირჩევნია, რომ უკვე დროზე გაიყვანონ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს. ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აცხადებს გიული ალასანია.
სიახლეები
- სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
