საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.
წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.
26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.
„საქართველოს თავდაცვის ძალები ემზადება 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად, დღეს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. ხვალ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, ასევე თბილისის გარდა 5 ლოკაციაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადება. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელივ არის მოდერნიზებული. ჩვენი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იქნება ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით. ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს სამხედრო ფიცს“, - აღნიშნა ჯონი ტატუნაშვილმა.
სიახლეები
- სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
