თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას. თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა, - ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.
ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა შესრულდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 117 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 619 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %.
"ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენს ხალხზე აღმართული ხელი. ისინი არიან თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი, ამიტომ პატივი უნდა დავდოთ მათ, რადგან აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით", - ამის შესახებ დეკანოზმა ზაზა თევზაძემ პარლამენტთან, მედიის სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თვითონ ამბობენ, რომ არც ერთ მღვდელს არ დაურტყამს, მაშინ როდესაც შენ უბიძგებ ათეულობით ადამიანს ეს გააკეთოს, ეს არ არის დარტყმა?!", - ასე გამოეხმაურა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.