"ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც მოშიმშილესთან მიდის და “თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს”, თვითმკვლელობას უწყობს ხელს.
აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილი “ფეისბუქზე” წერს.
“ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!
ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, დღეს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.
დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.
საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ, გედევან ფოფხაძემ კი დღეს დაიწყო.
დღესვე, ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.
სიახლეები
- სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
- დღეს აღდგომაა
- ცნობილია რომელ საათამდე იმუშავებს თბილისის მეტრო აღდგომის დღესასწაულზე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე – სინოპტიკოსების პროგნოზი
- " უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს"
