შენ ნასვამი ხომ არ ხარ? მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა?! - დეპუტატი გვარამიას
შენ ნასვამი ხომ არ ხარ? - მე ვინ მოვკალი, მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?!, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ,,მთავარი არხის” დამფუძნებელ, ნიკა გვარამიას, რომელმაც ჩიგოგიძეს ჰკითხა ,,რატომ მოკალით ლექსო ლაშქარავა”.
გარდა ამისა გვარამიამ ჩიგოგიძეს ჰკითხა, რატომ მიაყენა მან ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს "რატომ ჩაარტყა წიხლი". მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ბრალდება უარყო, გვარამია ნენე დალაქივილს პირდაპირ ეთერში დაუკავშირდა და სადაც ჟურნალისტმა დეტალუტრად აღწერა დაპირისპირების მომენტი.
"სხდომათა დარბაზში რაღაც არ მოვეწონე და ჩამარტყა დეპუტატმა ჩიგოგიძემ წიხლი არა, ხელი ჩამარტყა", - განაცხადა დალაქიშვილმა, რის შემდეგაც დეპუტატმა თქვა, რომ მას წიხლი არ დაურტყამს დალაქიშვილისთვის და ეს ჟურნალისტმაც დაადასტურა.
"რატომ იტყუები ნიკა?! წიხლი ამოვარტყი? ", - მიმართა გვარამიას ვასილ ჩიგოგიძემ, რამაც ადგილზე შეკრებილების გაღიზიაბება გამოიწვია.
ჩიგოგიძეს ასევე კამათი და დაპირისპირება ჰქონდა "ფორმულას" წამყვანთან, ვახო სანაიასთან.
მან ვახო სანაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც დაინტერესდნენ, აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, თუ რომელი პარტიის მაჟორიტარულ სიაში ყოფილიყო.
ვასილ ჩიგოგიძის განმარტებით, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია მასთან სახლში იმყოფებოდა და საკუთარ პარტიის სიაში ყოფნა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა.
,,მაჟორიტარობაზე მოლაპარაკებას არავისთან არ ვაწარმოებდი, ნიკა მელია იყო ჩემთან სახლში ორჯერ. შემომთავაზა სიაში ყოფნა და უარი ვუთხარი”, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
აქციის წევრებსა და ჩიგოგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა ბესო ქათამაძის შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა.
,,ბესო ქათამაძეს ხელი არ დაარტყით”? - ჰკითხეს აქტივისტებმა ჩიგოგიძეს.
რაზეც ვასილ ჩიგოგიძემ უპასუხა, რომ ,,ქათამაძემ დაიმსახურა და ამიტომ დაარტყა”.
სიახლეები
- 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
- სტამბოლში ორი მიწისძვრა მოხდა
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
- სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- ,,ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს"- შალვა პაპუაშვილი