წვნიანი ხინკლის საიდუმლო
ხინკალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძია.
ამ კერძის წარმოშობაზე შეიძლება ბევრი იკამათო, თუმცა ფაქტია, რომ ის საქართველოს მთის კულტურის განუყოფელი ნაწილია. ხინკლის სამშობლოდ ფშავს მიიჩნევენ, სწორედ აქედან გავრცელდა ის საქართველოს დანარჩენ კუთხეებში.
ხინკლის მოსამზადებლად საჭიროა მაგარი, უფუარი, ელასტიკური ცომი. სრულმარცვლოვანი ხორბლის ფქვილი განსაკუთრებულ გემოს სძენს ხინკალს. მეორე მთავარი ინგრედიენტია ხორცის ფარში. მთაში ტრადიციულად გამოიყენებდნენ ცხვრის ხორცს. ხინკლის ბარში გავრცელებასთან ერთად პოპულარული გახდა ღორისა და საქონლის ხორცის ფარშის ხინკალი და ცხვრის ფარშმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. მთაში ხორცს დანით, ძალიან წვრილად კეპავდნენ, ახლა ამ პროცედურისთვის უკვე ხორცსაკეპ მანქანას იყენებენ. მთის ხინკალი ბარისაზე ნაკლებად წვნიანი, თუმცა საოცრად გემრიელი და არომატულია. ეს ფაქტორი განპირობებულია არა მხოლოდ ახალთხალი, გემრიელი ხორცით, არამედ იმითაც, რომ ფარშის შემადგენლობაში შედის მთის ბეგქონდარა, თვითონ ხორცი კი დანით არის დაკეპილი. ბარში ამ სანელებლის ნაცვლად ხშირად ძირას იყენებენ. ტრადიციულ ხინკლის ფარშს ემატება გატარებული ხახვი, ცოტაოდენი ნიორი, მარილი და პილპილი. ქინძი და ნებისმიერი სხვა სანელებელი ამ კერძისთვის ტრადიციული არ არის. ხინკალი რომ წვნიანი გამოვიდეს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალსწინოთ: შერეულ ფარშში ღორის ხორცი ცხიმიანი უნდა იყოს; ფარშს უნდა დავუმატოთ მდუღარე წყალი; ცომი უნდა იყოს მაგარი და ელასტიკური, რომ ხარშვისას არ დასკდეს და ხინკალმა მთელი წვენი შეინარჩუნოს. ზოგი დიასახლისი ფარშს ყინულის ნატეხებს უმატებს იმისათვის, რომ ხინკალი ადვილად მოიხვიოს და იყოს წვნიანი. ხინკლის მხოლოდ საქონლის ხორცით მომზადებას არ გირჩევთ, ძალიან მაგარი გამოვა და არც წვენი ექნება. საუკეთესოა ცხვრის, ღორისა და საქონლის ხორცის შეხამება.
gastroguide.borjomi.com
სიახლეები
- “თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი