უგემრიელესი ოსტრი
ოსტრი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია.
ამ კერძის მომზადებისას აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ ხორცი.
ინგრედიენტები:
- საქონლის ხორცი - 1 კგ
- ხახვი - 3 თავი
- პამიდორი - 600 გ
- ნიორი - 5 კბილი
- ოხრახუში - 1 კონა
- ქინძი - 1 კონა
- დაფნის ფოთოლი
- მარილი
- წითელი წიწაკა, დაფქული
იხილეთ ოსტრის მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.
გაახურეთ ტაფა, დააყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და მოთუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.
როცა თითქმის მზად იქნება ოსტრის ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.
ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;
ამასობაში, პომიდორს გააცალეთ კანი და დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ, ქილაში შენახული პომიდვრები გამოიყენოთ.
როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პომიდორი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია, გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.
ოსტრი მზად არის!
gemrielia.ge
სიახლეები
- რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად.
- ,, ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება'' - დონალდ ტრამპი
- გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს – 18 000 ადამიანი ევაკუირებულია
- “იმედია, საზოგადოებაში ისეთი ძალები და გაერთიანებები წარმოიქმნებიან, რომლებსაც თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა ექნებათ” – ვოლსკი
- ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს
