გამომცხვარი ორაგული
700 გრამი ორაგულის ფილე
1 წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
2 ორაგულის ფილეს ორივე მხარეს ზეითუნის ზეთი მოასხურეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით გააჩერეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ალუმინის ფოლგა და ორაგული ზედ გადაიტანეთ.
3 ორაგული ღუმელში შედგით და დაახლოებით 10 წუთით აცხვეთ. გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით 2 ს/კ კარაქი. თევზისათვის დამდნარი კარაქი ერთგვარი სოუსია. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად
მიირთვით.
წყარო: კულინარია.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
