ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით
ვაშლის ღვეზელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნამცხვარია. საქმე ის გახლავთ, რომ ვაშლი ზომიერ სარტყელში იზრდება და ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ხილია. სწორედ ამიტომ მსოფლიოში ევროპაში ვაშლის ნამცხვრების დიდი არჩევანია. ამჯერად ფრანგული ვაშლის ნამცხვრის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი ოჯახის წევრებს და სტუმრებს აუცილებლად მოეწონებათ.
- კვერცხი - 2 ც.;
- შაქარი – 50 გ;
- ზეთი - 80 მლ;
- გამაფხვიერებელი - 8 გ;
- ფქვილი - 340 გ.
პროდუქტი გულსართისთვის:
- ვაშლი - 2 ც.;
- შაქარი - 2 ს.კ.
- კარაქი - 1 ს.კ.
- დარიჩინი - მწიკვი;
- გარგარის ჯემი - 2 ს.კ.
პროდუქტი მინანქრისთვის:
- კვერცხი ცილა;
- შაქრის პუდრა - 125 გრ.
- გარგარის ჯემი - 2 ს.კ.
მომზადების წესი:
ვაშლები გარეცხეთ, გაფცქვენით და კურკები მოაცილეთ. გასუფთავებული ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, დარიჩინი, შაქარი და კარაქი დაუმატეთ.
გახეხილი ვაშლი დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ, სანამ შაქარი არ გადნება და ვაშლი ოქროსფერს არ მიიღებს.
ცომის მოსამზადებლად კვერცხები და შაქარი კარგად აურით, სანამ შაქარი არ გადნება. შაქრიან კვერცხს დაამატეთ ზეთი, ნაწილ-ნაწილ ფქვილი, გამაფხვიერებელი და რბილი და ელასტიკური ცომი მოზილეთ, რომელსაც ორ თანაბარ ნაწილად გაყოფთ.
ცომის ერთი გუნდა საცხობი ფირფიტის ზომაზე გააბრტყელეთ და კიდეები ცოტა აუმაღლეთ. ცომს ჯერ გარგარის ჯემი წაუსვით და შემდეგ ვაშლის შიგთავსი.
გააბრტყელეთ ცომის მეორე გუნდა და ცომის შიგთავსიან ფენას დააფარეთ. პირველი და მეორე ფენის კიდეები შეკარით და ღვეზელი ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
მინანქრისთვის ცილა მანამდე უნდა თქვიფოთ, სანამ ღრუბლისებრ, მყარ მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ ცილას შაქრის პუდრა დაამატეთ და თქვეფა განაგრძეთ. ბოლოს მინანქარი ღვეზელს მოასხით და გაასწორეთ.
გარგარის ჯემი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და მინანქარზე კვადრატები დახაზეთ.
ღვეზელი ღუმელში მოათავსეთ და 180 გრადუსზე, 35-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი