კარბონარა

ინგრედიენტები:
 
400   გრამი სპაგეტი
 
1   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
200   გრამი პანჩეტა (ან ბეკონი)
 
2   კბილი დაკეპილი ნიორი
 
3   ცალი კვერცხი
 
1   ცალი კვერცხის გული
 
100   მლ/ლ შესქელებული ნაღები
 
2⁄3  ჭიქა გახეხილი პარმეზანი
 
2   ს/კ დაჭრილი ოხრახუში
 
მომზადების წესი:
 

სპაგეტი დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ. ამასობაში, ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. წვით 1 სმ ზოლებად დაჭრილი პანჩეტა(ან ბეკონი), ურიეთ 2–3 წუთით, სანამ ხრაშუნა არ გახდება. დაუმატეთ ნიორი, თუშეთ ½ წუთით და გადმოდგით გაზქურიდან.

 

3 კვერცხი, 1 ცალი კვერცხის გული, ნაღები და პარმეზანი ჯამში მოათავსეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შემდეგ ჩანგლით აურიეთ. სპაგეტის წყალი გადაუწურეთ და ცხელი სპაგეტი პანჩეტას (ან ბეკონის) ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხის ნაზავი და ოხრახუში (კვერცხის ნაზავის დამატებისას გაზქურა უკვე გამორთული უდნა იყოს). კარგად აურიეთ – კვერცხის მასა ოდნავ შესქელდება. მიირთვით მომზადებისთანავე, მოაყარეთ პარმეზანი და მორთეთ ოხრახუშით.

კარბონარა წარმოშობით რომისა და ლაციოს რეგიონს მიაწერენ, თუმცა მრავალი რესტორან-კრიკოსის თქმით, მას საუკეთესოდ მილანელი მზარეულები ამზადებენ.

 

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 54 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 19 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.