შოკოლადის ტარტი ცხობის გარეშე
რეცეპტის ინგრედიენტები
24 ცალი ორეოს ორცხობილა
170 გრამი მომწარო შოკოლადი
1 ჭიქა სქელი ნაღები
4 ს/კ გამდნარი კარაქი
170 გრამი რძიანი შოკოლადი
1/4 ჭიქა დაჭრილი კარაქი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ქერქის გასაკეთებლად: ორეოს ორცხობილები ფხვიერი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. გადაიტანეთ საშუალო თასში, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად შეურიეთ. მიღებული ნაზავი 23 სმ ზომის ტარტის ლანგრის ძირზე და კიდეებზე კარგად დაპრესეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით, ან შოკოლადის განაშის მომზადებამდე.შოკოლადის შიგთავსის მოსამზადებლად: საშუალო ზომის ცეცხლგამძლე თასში მოათავსეთ პატარებად დაჭრილი მომწარო და რძიანი შოკოლადი. პატარა ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე აადუღეთ ნაღები და კარაქი. გადმოდგით ცეცხლიდან და მოასხით შოკოლადს. გააჩერეთ 1 წუთით. კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. (თუ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება, შეგიძლიათ, გაზქურაზე მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე ჯამით შემოდგათ და გადნობამდე ურიოთ). მიღებული ნაზავი მოასხით ორეოს ქერქს და მაცივარში გამყარებამდე, სულ მცირე 4 საათით შედგით. უმჯობესია თუ 6 საათით გააჩერებთ.ტარტი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 4 დღის განმავლობაში.
https://kulinaria.ge
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
