იტალიური ომლეტი ფრიტატა
რეცეპტის ინგრედიენტები:
6 ცალი კვერცხი
1 თავი წითელი ხახვი
150 გრამი ბროკოლი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
30 გრამი კარაქი
პაპრიკა გემოვნებით
პილპილი და მარილი გემოვნებით
3 ცალი წითელი ბურგარული წიწაკა
1 კონა ოხრახუში
1/4 ცალი ლიმონი
2 კბილი ნიორი
მუსკატის კაკალი გემოვნებით
1 პატარა კონა ქონდარი
რეცეპტის აღწერა
იტალიური ომლეტი ფრიტატას მომზადებისას მთავარი ინგრედიენტი არის არა კვერცხი არამედ მსხვილად დაჭრილი ბოსტნეული, ამიტომ დავეშუროთ ბევრ ბოსტნეულს. კვერცხის ფუნქცია ამ მასის გაერთიანებაა. გამოდის დიდი მოცულობის, რელიეფური და ლამაზი საუზმე. ომლეტი თავდაპირველად მზადდება ტაფაზე, ხოლო შემდეგ იდგმევა ღუმელში. თუ ღუმელი არ გაქვთ, მაშინ ტაფას მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, ცეცხლს კი დაუწიეთ.
რეცეპტის მომზადების საფეხურები
შევურიოთ კვერცხს მარილი, მუსკატის კაკალი და პაპრიკა.ბროკოლი დავყოთ, ნაწილებად. ხახვი დავჭრათ რკალებად.ნიორი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, შეაზავეთ ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში დარბილებამდე, დავუმატოთ ბროკოლი, მოვთუშოთ კიდევ 1 წუთი, რის შემდეგაც დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და ვთუშოთ კიდევ 1 წუთი. დავუმატოთ ქონდარის ფოთლები, 1 წუთის შემდეგ კი ოხრახუში ნივრით ლიმონის და ზეითუნის წვენით. 30 წამის შემდეგ კი მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.კვერცხი როცა დაიწყებს მზადებას ტაფა შედგით ღუმელში 5-7 წთ. განმავლობაში (წინასწარ გააცხელეთ ღუმელი180 გრადუს ტემპერატურაზე). მაგიდაზე მიტანისას მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარის ფოთლები.
https://kulinaria.ge
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
