საბავშვო შუ ნაღების კრემითა და შოკოლადით
ინგრედიენტები
ცომი:
- კარაქი - 1/2 ჭიქა
- წყალი - 1/2 ჭიქა
- რძე - 1/2 ჭიქა
- შაქარი - 3 ს/კ
- მარილი - 1 ს/კ
- ფქვილი - 1 ჭიქა
- კვერცხი - 4 ცალი + 1 ცალი წასასმელად
- ნაღები - 2 ჭიქა
- შაქრის პუდრა - 3 ს/კ
- შავი შოკოლადი - გასაფორმებლად
პირველ რიგში გაადნეთ შავი შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში, ან წყლის აბაზანაზე და დასხვით პერგამენტზე ფორმები ისე, როგორც ვიდეორეცეპტშია მოცემული. მოათავსეთ საყინულეში და დაიწყეთ ცომის მომზადება:
პატარა ქვაბში ჩაჭერით კარაქი, დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ წყალი, რძე, შაქარი, მარილი და ურიეთ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი და არ ადუღდება. დაუმატეთ ფქვილი და ჩქარი მოძრაობით ურიეთ, რათა ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს. გადმოდგით ცეცხილდან, გააგრილეთ და სათითაოდ შეაზილეთ კვერცხი.
მიღებული ნაზი ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და დასვით პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე შუს ფორმები. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
მანამდე მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა, სქელი, ჰაეროვანი კრემის მასის მიღებამდე.
გამომცხვარი შუები გააგრილეთ, მოაჭერით ფრთხილად თავი და გაავსეთ კრემით ისე, რომ კრემი შუს ფორმებიდან ჩანდეს. კრემზე დაასვით წინასწარ მომზადებული შოკოლადის ფორმები.
გაახარეთ პატარები საყვარელი და გემრიელი ნამცხვრებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
