პოპულარული და გემრიელი სალათა "მიმოზა"
ინგრედიენტები
- კარტოფილი - 3-4 ცალი
- სტაფილო - 250 გ
- ორაგულის კონსერვი - 1 ქილა(200-250 გ)
- კვერცხი - 4
- მაიონეზი - 1 პაკეტი
- მწიკვი მარილი და შაქარი - ხახვისთვის
- ხახვი - 1 პატარა თავი
- ოხრახუში
კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ, გააციეთ და გაფცქვენით. კარტოფილი და სტაფილო წვრილად გახეხეთ, კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ და ასევე წვრილად გახეხეთ.
ხახვი წვრილად დაჭერით და დაასხით მდუღარე წყალი 5-10 წუთით, შემდეგ გადაწურიეთ, მოაყარეთ მარილი, შაქარი და მოასხით ძმარი. გააჩერეთ ამ მარინადში 10 წუთი.
კონსერვირებულ ორაგულს მოაშორეთ რბილი ფხები და ჩანგლით დაანაწევრეთ თავისივე ზეთთან ერთად.
შემდეგ ინგრედიენტები თანაბარ ფენებად დაალაგეთ თეფშზე ან სასალათეში, ფენებს შორის მაიონეზის თხელი ფენა დააყოლეთ.
პირველი ფენა - კარტოფილი, მეორე - თევზი, მესამე - ხახვი, მეოთხე კვერცხის ცილა, მეხუთე - სტაფილო. ბოლო, მეექვსე ფენაა კვერცხის გული, რომელსაც მაიონეზის წასმა აღარ სჭირდება. გააფორმეთ დაჭრილი ოხრახუშით.
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო