როგორ მოვრთოთ საახალწლო სალათები ვირთხის წელში?
2020 თეთრი ვირთხის წელია. ის კი ცნობილია, რომ ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, გააფორმეთ სალათები ისე, რომ თეთრ ვირთხას ასიამოვნოთ.
1. დავიწყოთ ყველაზე მარტივით - ბუტერბროდით. ყველის სამკუთხა ნაჭერი ძალიან ჰგავს წლის მბრძანებელს! კიტრის კუდიც ძალიან უხდება.
2. ეს ბუტერბროდიც უბრალო ყველი და პური არ გეგონოთ! ძალიან გემრიელად და მადისაღმძვრელად გამოიყურება.
3. ორიგინალური წასახემსებელი კრაბის ჩხირებით, კვერცხითა და ყველით.
4. აბა, ოლივიეს გარეშე ახალი წელი ვის გაუგია!
5. ამ ვირთხის თვალებზე ცოტა წამუშავებაა საჭირო, თუმცა იდეა ცუდი არ არის.
6. პოპულარული სალათა „ციყვი“ შეიძლება ასეც მიიტანოთ სუფრასთან!
7. თუ რამეა ხელოვნების შედევრი, ეს სალათაა - „თაგვები ყველში“. ასეთი გაფორმება ნებისმიერი რეცეპტისთვის გამოდგება.
8. ასე ნებისმიერი ყველის სალათის გაფორმება შეიძლება.
9. ცოტა ხნით დაივიწყეთ მღრღნელების თემატიკა. ახალი წლის კერძები აუცილებლად სადღესასწაულო და ნოყიერი უნდა იყოს. და სასურველია, ყვითელი ფერის. ამ შემთხვევაში თეთრი ვირთხა ნამდვილად არ გაბრაზდება.
10. სუფრაზე სწორად დაჭრილი ყველი აუცილებლად უნდა იყოს!
11. თუ სუფრაზე ძეხვეულს მიიტანთ, აუცილებლად ასე უნდა გააფორმოთ!
12. მრავალფენიანი სალათები მხოლოდ ტორტის ფორმით მიიტანეთ სუფრაზე!
13. ქაშაყის საინტერესო პრეზენტაცია, კარტოფილისა და ჭარხლის მუსით, ანუ „შუბა.
14. მათთვის, ვისაც სიმინდიანი სალათები უყვარს.
15. ხიზილალიანი ბუტერბროდებისთვის პურის ნაცვლად კრეკერები გამოიყენეთ.
16. სუფრის ცენტრს ძალიან დაამშვენებდა ასეთი ნაძვის ხე.
17. კამის ღერები ჩვეულებრივ ოლივიეს საახალწლო ტყედ გადააქცევს.
18. ძალიან მარტივი გაფორმება, მაგრამ ლამაზი!
19. შეხედეთ, როგორი ფუნთუშებია!
20. ძალიან სასაცილო თოვლის კაცუნა.
21. სულ რაღაც, ორი ზეთისხილი - და სალათი სადღესასწაულო იერს შეიძენს.
22. დაბოლოს, სალათი ჩიფსებისგან „მზესუმზირა“.
იმედია, ეს იდეები დაგეხმარებათ, ლამაზად გააფორმოთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი