გამომცხვარი პასტა თეთრი სოუსით - ოჯახური რეცეპტი
ინგრედიენტები
- პასტა - 400 გ
- ზეთი - 1 ს/კ
- მარილი - 1 ს/კ
- რძე - 750 გ
- ფქვილი - 2 2/1 ს/კ
- კარაქი - 2 ს/კ
- წითელი წიწაკა, დაფქული - 1 ს/კ
- შავი პილპილი - 1 ს/კ
- მარილი - 1 1/2 ს/კ
- ორეგანო - 1 ს/კ
- მოცარელა - 50 გ
- უძვლო ქათამი - 300 გ
- კვლიავი - 1 ს/კ
- ნივრის ფხვნილი - 1 ს/კ
- მარილი - 1/3 ს/კ
- მწარე წითელი წიწაკა, დაფქული - 1 ს/კ
- დაჭრილი ბულგარული - 3 ცალი
- გახეხილი ყველი (სასურველია მოცარელა) - 50 გ
- კეტჩუპი - 4-5 ს/კ
აადუღეთ წყალი ქვაბში , დუღილის დროს დაუმატეთ მარილი და ზეთი,შემდეგ კი პასტა. ხარშეთ 10-12 წუთი,ამის შემდეგ გადაწურეთ ცივი წყლით.
სოუსისთვის აიღეთ პატარა ღრმა ქვაბი,მოათავსეთ მასში რძე , ფქვილი ,კარაქი და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ,სანამ არ გასქელდება და როცა სქელ მასას მივიღებთ დაუმატეთ მარილი,შავი პილპილი,დაფქული წიწაკა,ორეგანო და ყველი. ურიეთ 2 წუთი. სოუსი მზადაა!
ტაფაზე მოასხით ზეთი , დაუმატეთ დაფქული კვლიავი, აურიეთ და დაუმატეთ პატარა კუბებად დაჭრილი ქათმის ხორცი - ურიეთ 1 წუთი. ამის შემდეგ ვუმატებთ ნივრის ფხვნილს,წიწაკას და მარილს. ავურიოთ და გავაჩეროთ მანამ, სანამ ხორცი დარბილდება. ახლა კი დაუმატეთ ბულგარული.ზუსტად ორი წუთი და ქათმის ხორცი მზადაა!
საცხობი ფორმის ფსკერზე მოათავსეთ სოუსი, შემდეგ კეტჩუპი,მოცარელას ყველი,პასტა,ქათამი,კვლავ სოუსი. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ეს თანმიმდევრობა. ზემოდან მოასხით სოუსი,გახეხილი ყველი და მწვანილი.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე,წინასწარ გახურებულ ღუმელში,20-25 წუთის განმავლობაში!
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
