ქოთანში მომზადებული ხორცის რაგუ
ინგრედიენტები
- პილპილი - 5-6 მარცვალი
- დაფნის ფოთოლი
- სოკო - 200 გ
- ცხარე წიწაკა, წითელი
- სტაფილო - 200 გ
- პამიდორი - 300 გ
- ტკბილი წიწაკა, წითელი - 1-2 ცალი
- ღორის ხორცი - 800 გ
- მარილი
- ნიორი - 2 კბილი
- ხახვი - 2 თავი
მომზადების წესები
ხორცი შეიძლება შევარჩიოთ როგორც რბილი, ასევე ძვლიანი (ნეკნები) ან შერეული. დავჭრათ ულუფებად და ჩავალაგოთ ქოთანში. დავამატოთ რგოლებად დაჭრილი წიწაკა, დაჭრილი სოკო, თხელ რგოლებად დაჭრილი სტაფილო, დაფნა, მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ხახვი და პამიდორი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ცხარე წიწაკა და პილპილის მარცვლები.
შემდეგ უნდა დავამატოთ ცოტა წყალი, დაახლოებით 1 -1.5 ჭიქა, თავზე გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ ღუმელში სანამ ხორცი არ დარბილდება. მზა კერძს შეგვიძლია მოვაყაროთ სასუველი მწვანილი
შემდეგ უნდა დავამატოთ ცოტა წყალი, დაახლოებით 1 -1.5 ჭიქა, თავზე გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ ღუმელში სანამ ხორცი არ დარბილდება. მზა კერძს შეგვიძლია მოვაყაროთ სასუველი მწვანილი
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
