CNN საუკეთესო ქართულ კერძებს ასახელებს
გავლენიანი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო CNN ქართული სამზარეულოსა და საუკეთესო კერძების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ქართული სამზარეულო და ღვინო თავისი ინდივიდუალურობით, ეგზოტიკურობითა და დელიკატურობით გამოირჩევა. ბოლო დროს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ნამდვილი კულინარიული რევოლუცია მოხდა და ქართველი მზარეულები შესანიშნავ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ.“- წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული სამზარეულო კულტურულ ტრადიციებს არ ღალატობს და სტუმრებს კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს.
ამასთანავე, გამოცემა მკითხველს რამდენიმე გამორჩეულ კერძს სთავაზობს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა დააგემოვნონ:
- ხინკალი
- ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური
- მწვადი
- შქმერული
- ხარჩო ღომით
- ჩაქაფული
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
