ლიმონისა და ვაშლის გემრიელი სამარხვო ნამცხვარი
საჭირო მასალა:
1,5 ჭიქა შაქარი;
0,5 ჭიქა ზეთი;
1 ჭიქა მინერალური წყალი;
1 ჭიქა ქოქოსის ფანტელები;
1 ლიმონის ცედრა(დახეხილი კანი);
1 შეკვრა ვანილი;
1 შეკვრა გამაფხვიერებელი;
ფქვილი - დაახლოებით 3,5 ჭიქა;
2 ცალი ვაშლი.
მომზადების წესი:
შაქარი, ზეთი და მინერალური წყალი ავურიოთ ერთმანეთში,დავამატოთ ქოქოსის ფანტელები, ვანილი, ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი. ბოლოს შევურიოთ კუბუკებად დაჭრილი ვაშლი.
ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.
თავზე მოვაფრქვიოთ შაქარის პუდრა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
