სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი
კვერცხი – აღდგომის სიმბოლოა. ტრადიციისამებრ მას ეკლესიაში აკურთხებენ, მიაქვთ ახლობლებისთვის, ურიგებენ გაჭირვებულებს.
გადმოცემის მიხედვით კვერცხს თავდაპირველად მხოლოდ წითლად ღებავდნენ. შემდეგ კვერცხის სხვადასხვა ფრად შეღებვა და მოხატვა დაიწყეს. ყველა ფერს – თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს; წითელი – ეს ცხოვრება და სიყვარულია; ყვითელი – ზეციური მადლი. ცისფერი – ჯანმრთელობა და სისუფთავე, მწვანე – ცხოვრება და ბუნების ხელახლა დაბადება, შავი და თეთრი – გარდაცვლილების მოსაგონარი.
დღეს კვერცხის შეღებვის უამრავი მეთოდი არსებობს – ტრადიციული და ბუნებრივი ენდრო, საკვები საღებავები, თერმომისაკრობები და სხვა...
გთავაზობთ კვერცხის შეღებვის რამდენიმე ბუნებრივ მეთოდს. (გაითვალისწინეთ: ლურჯად, ვარდისფრად ან მწვანე ფრად მხოლოდ თეთრნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაა შესაძლებელი, ხოლო წითლად, ყავისფრად ან ყვითლად შეგიძლიათ შინაური, მუქნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაც.
მოწითალო-ყავისფერი:
მოამზადეთ ხახვის ნაფცქვენი და ენდრო (თუ ენდროს ფეხვები გაქვთ, დაჩეჩქვეთ, თუ ფხვნილი, პირდაპირ ჩაყარეთ შემდგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ) დაასხით წყალი, ადუღეთ 30 წუთი და შემდეგ გააჩერეთ. ნახარში რომ გაცივდება, მოათავსეთ ამ ქვაბშივე კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. რაც უფრო მეტი ხახვის ფურცელს ჩაყრით, მით მუქი გამოვა კვერცხი.
ღია-ყვითელი:
მოამზადეთ აკაციის ხმელი ყვავილის ნაყენი. გააჩერეთ. მოათავსეთ ნახარშში კვერცები და ხარშეთ 10-15 წუთი. ამ ფერის მისაღებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის, ან ფორთოხლის ცედრა და გახეხილი სტაფილო.
მკვეთრი-ყვითელი: 2-3 ს/კ კურკუმა ჩაყარეთ 1 ლ წყალში, აადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ, მოათავსეთ ნაყენში კვერცხები და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
მწვანე:
მოამზადეთ ისპანახის ან ჭინჭრის ნახარში, ხარშეთ ბალახეული არანაკლებ ერთი საათისა დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი, ჩადეთ კვერცხები და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
ვარდისფერი: მოამზადეთ ჭარხლის ნახარში: ამისათვის გახეხეთ ჭარხალი მსხვილ სახეხზე, დაასხით წ ყალი და ხარშეთ 30 წუთი. შემდეგ გააჩერეთ, გაცივდეს, დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი. ჩადალაგეთ კვერცხები და ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთი.
ლურჯი:
მოამზადეთ წითელი კომბოსტოს ფოთლების ნახარში, დაასხით ფოთლებს წყალი და ხარშეთ 30-40 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი, მოათავსეთ კვერცხი და ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთი.
კრემისფერი:
მოხარშეთ მაგარი ყავა. გააცივეთ. მოათავსეთ ყავის ნახარშში კვერცხები და ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთი.
დაწინწკლული კვერცხი:
მოამზადეთ ხახვის ფურცლებისა და ენდროს ნახარში, გარეცხეთ კვერცხი და სველი ამოავლეთ ბრინჯში. მაშნვე მჭიდროდ შეკარით მარლაში, მარლის ბოლოები გაკვანძეთ და ხარშეთ 15 წუთი ადუღების შემდეგ.
ყვავილებიანი კვერცხები:
დაგჭირდებათ ქორფა მწვანილი – ოხრახუში და კამა... მოამზადეთ სასურველი ნახარში (აჯობებს წითელი), გააჩერეთ, რომ გაცივდეს. გარეცხეთ კვერცხები და გააშრეთ. თითოეულ კვერცხზე დაადეთ მწვანილის ფოთლები და მაქსიმალურად მჭიდროდ შეკარით ძაფით. მოათავსეთ ნახარშში და ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ მოხსენით ძაფით დამაგრებული მწვანილის ფოთლები.
სასარგებლო რჩევები:
იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს, თავდაპირველად კარგად გარეცხეთ კვერცხი. ასევე შეგიძლიათ სპირტში დასველებული ჩვრით კარგად გაწმინდოთ.
იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვისას არ გასკდეს, ხარშვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა.
იმისათვის, რომ უფრო ხასხასა და პრიალა კვერცხები გამოგივიდეთ, გადაუსვით უკვე შეღებილ და გაცივებულ კვერცხებს ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი ან ჩვარი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში