როგორ უნდა მოვამზადოთ სკუმბრია მარტივად ხახვითა და სუნელებით
ინგრედიენტები
- პილპილი
- სვანური მარილი
- ნიორი - 3 კბილი
- ხახვი - 4 თავი
- ზეითუნის ზეთი
- სოიოს სოუსი
- სკუმბრია - 3 ცალი
- ხმელი ქინძი
- ხმელი ორეგანო
- დაფნის ფოთოლი
მომზადების წესი:
თევზი გავრეცხოთ ცივი წყლით, გავჭრათ შუაზე, გავასუფთავოთ შიგთავსით და შეძლებისდაგვრად ამოვიღოთ ძირითადი ფხები (სკუმბრიის შემთხვევაში ეს ადვილია)
ცაკლე მოვამზადოთ სატენი: ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოვახსათ ზეითუნის ზეთი+სოიოს სოუსი+ყველა სუნელი და გავაჩეროთ 5-10 წუთი.
თევზს მოვაჭრათ კუდი, გავშალოთ და დავალაგოთ მზა ხახვის სატენი, გადავახვიოთ რულეტივით და დავამაგროთ ხის ჩხირით, ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი და ორეგანო. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30-35 წუთი... ძალიან ხრაშუნა კანი აქვს, შიგნით კი საოცრად წვნიანი და არომატულია. უხდება ბრინჯის ან ბისტნეულუს სალათებს.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
