ორიგინალური სალათი „ზოდიაქო“
ინგრედიენტები:
- ქამა სოკო - 500 გ
- ხახვი - 1 ც.
- ქათმის ფილე - 1 ც.
- კიტრი - 2 ც.
- კვერცხი - 2 ც.
- სიმინდი - 1 ქილა
- მაიონეზი - გემოვნებით
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
- მცენარეული ზეთი - შესაწვავად
მომზადება:
1. ქამა სოკო დაჭერით და მოშუშეთ მცირე რაოდენობის ზეთში. დაამატეთ მარილი. სითხე არ უნდა იყოს.
2. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ოქროსფრამდე.
3. დაჭერით მცირე კუბიკებად მოხარშული ქათმის ფილე, კვერცხი და კიტრი.
4. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, დაამატეთ კონსერვირებული სიმინდი და კარგად აურიეთ. დაამატეთ გემოვნებით მარილი, პილპილი და მაიონეზი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
