ყავის პანა-კოტა - ღვთაებრივი დესერტის საიდუმლო
ინგრედიენტები:
- ხსნადი ყავა - 2 ჩ.კ.
- რძე - 150 მლ
- არაჟანი - 180 გ
- შაქარი - 4 ჩ.კ.
- კვერცხის გული - 1 ც.
- ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
- ჟელატინი - 20 გ
მომზადება:
1. ჟელატინი გახსენით 1 ს.კ. წყალში და დატოვეთ, სანამ არ გაიჟღინთება. ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ ყავა, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით.
2. კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ ხელის სათქვეფით და გადაიღეთ ცხელ რძეში. დადგით დაბალ ცეცხლზე და, მუდმივი მორევით, გააცხელეთ, მაგრამ არ მიიყვანოთ დუღილამდე.
3. როგორც კი ნარევი დაიწყებს შესქელებას, გადმოდგით და გახსენით მასში ჟელატინი. გააგრილეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, აურიეთ. გაანაწილეთ ნარევი ფორმებში და შედგით მაცივარში შესქელებამდე.
4. იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში.
5. მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
