ბერძნული სალათი: ახალი ბოსტნეული, ზეთისხილი და ყველი ფეტა
ახალი ბოსტნეული, ზეთისხილი და უგემრიელესი ყველი – ეს არის საოცარი სალათის კომბინაცია.
ამ სალათს ძალიან უხდება ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისპანახი და ლიმონი.
ინგრედიენტები
- 2 პომიდორი
- 2 კიტრი
- 1-2 ტკბილი წიწაკა
- 200გ ყველი ფეტა
- 0,5 ქილა ზეთისხილი
- 1 წითელი ხახვი
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- ბაზილიკის ფურცლები
- 1/3 კოვზი ლიმონის წვენი და მდოგვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- 1 წითელი ხახვი
- ოხრახუში
მომზადება
- გარეცხეთ მწვანილიდა ბოსტნეული, გააშრეთ. კიტრი გაჭერით შუაზე და დაჭერით, პომიდორი – მრგვლად, წიწაკა – დიდ კუბიკებად, ყველი – დიდ კუბიკებად.
- გაასუფთავეთ ხახვი, გააშრეთ და დაჭერით მრგვლად. კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ხახვი და ზეთისხილი დაუმატეთ ერთმანეთს.
- გაასუფთავეთ ნიორი და დაჭყლიტეთ. დააქუცმაცეთ ბაზილიკის ფოთლები. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, ნიორი, ბაზილიკი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, კარგად მოურიეთ.
- მომზადებული სალათს მოასხით სოუსი და კარგად მოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ ყველის კუბიკები და მწვანილი. ხახვს მიეცით ქრიზანთემის ფორმა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
