უგემრიელესი ნამცხვარი , რომელსაც ანალოგი არა აქვს
ინგრედიენტები:
- ფქვილი - 500 გ
- შაქარი - 200 გ
- კარაქი - 200 გ
- კვერცხი - 2 ც.
- სოდა - 1 ჩ.კ.
- ვანილი
- მარწყვის ჯემი - 200 გ
მომზადება:
1. მოამზადეთ ფხვიერი ცომი. კარაქი პატარა ქვაბში დადგით გასადნობად. გაცერით ფქვილი, დაამატეთ სოდა.
2. გამდნარი კარაქი გადაიღეთ ღრმა ჯამში. დაამატეთ შაქარი, კვერცხი, ვანილი და კარგად აურიეთ.
3. თანდათან დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გაყავით ის 2 ნაწილად. ერთი ნაწილი შედგით საყინულეში 1 საათით, მეორე კი გააბრტყელეთ საჭირო ზომამდე, გადაიღეთ ცხიმწასმულ ფორმაში და წაუსვით დაახლოებით 1 სმ სისქის ჯემი.
4. ცომი გამოიღეთ საყინულედან და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შემდეგ გახეხილი ცომი უხვად მოაყარეთ ჯემს და შედგით გამოსაცხობად 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
