ტარტ ტატენი არაჟნიანი ცომით
ინგრედიენტები
ფხვიერი ცომი:
- კარაქი - 150 გ
- არაჟანი - 50 გ
- ფქვილი - 200 გ
- შაქარი - 100 გ
- მარილი
- მჟავე ვაშლი - 5-6 ცალი
- შაქარი - 200 გ
- კარაქი - 150 გ
ცომისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, გადავახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.
5-6 მჟავე ვაშლი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვუღოთ გული და დავაწყოთ ტაფაზე (რომელიც შემდეგ ღუმელში უნდა შევდგათ), ზემოდან მოვაყაროთ შაქარი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, სანამ ვაშლი ოქროსფერს მიიღებს. გავაბრტყელოთ ცომი და გადავაფაროთ დაკარამელებულ ვაშლს, გვერდები ჩავუკეცოთ, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20-30 წთ. ნამცხვარი გამოვიღოთ, 5 წთ., შევაგრილოთ, ზემოდან დავადოთ გაშლილი თეფში და ამოვატრიალოთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
