კარბონარა ქათმის ხორცით
ინგრედიენტები
- ფეტუჩინი ან სპაგეტი - 1 შეკვრა
- ბეკონი - 3 ფირფიტა
- ნიორი - 3 კბილი
- ქათმის ფილე - 2 ცალი
- მარილი და პილპილი
- კვერცხი - 3 ცალი
- პარმეზანი, გახეხილი - 1 ჭიქა
- დაჭრილი ოხრახუში - 2 ს/კ
- სპაგეტის ნახარში - 1/2 ჭიქა
მოხარშეთ პასტა, გადაწურეთ და შეინახეთ 1/2 ჭიქა ნახარში.
დაჭერით ლორი პატარა კუბიკებად, შეწვით გახურებულ ტაფაზე, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და ისიც შეწვით. გადმოიღეთ ტაფიდან შემწვარი ლორი და ნიორი და იგივე ტაფაში შეწვით 10 წუთის განმავლობაში ქათმის მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ფილე, შეწვის დროს მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ შემწვარი ბეკონი და ნიორი, მოხარშული პასტა და კარგად აურიეთ. თუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლე.
ამასობაში ათქვიფეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი, დაჭრილი ოხრახუში და მარილი და პილპილი. მოასხით მასა ტაფაში პასტის ძირითად მასას და გააგრძელეთ მოთუშვა დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ პასტის ნახარში, აურიეთ და გააგრძელეთ მოთუშვა 1-2 წუთის განმავლობაში.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ პარმეზანი და დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
