8 საკვები, რომლებიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ - სია, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

დეპრესიის გამომწვევი ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება: პრობლემები პირად ცხოვრებაში, სამსახურში, გამოცდები და ა.შ.

ხშირად საერთოდ არ ვიცით, რატომ ვართ ცუდ ხასიათზე და რატომ ვერ ვიტანთ ჩვენ გარშემო ვერაფერს.

 

დეპრესიის დასამარცხებლად საუკეთესო საშუალება ფსიქოლოგთან კონსულტაციაა, თუმცა მანამდეც და მის შემდეგაც დაფიქრდით - საკუთარ თავს თავად რამდენად უწყობთ ხელს, თუნდაც კვებით? გთავაზობთ 8 საკვებს, რომლებიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ და თქვენს მკურნალობას უფრო ეფექტურს გახდის.

 

მთელი მარცვალი

 

პურის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ პურს, რომელიც მთელი მარცვლისგან არის დამზადებული. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანებს, რომლებიც მთელი მარცვლისგან დამზადებულ პურს მიირთმევენ, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია. ეს იმ სასარგებლო ნივთიერებების დამსახურებაა, რომლებსაც მთელი მარცვალი შეიცავს. 

 

წყალი

 

წყლის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ გვისაუბრია. წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობის გარანტია. არ დალიოთ წყალი მხოლოდ მაშინ, როცა თავს ცუდად იგრძნობთ, დალიეთ ყოველთვის, რაც შეიძლება ხშირად, რადგან ეს ნამდვილად ჯადოსნური სასმელია. სხვათა შორის, წყლის მიღება დაბერების პროცესსაც აფერხებს და ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს. 

 

 

სკუმბრია

 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია. ომეგა-3-ს უხვად შეიცავს სკუმბრია. ასევე, ორაგული, რომელიც სხვა სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. ასე რომ, ორივე სახეობის თევზი აუცილებლად ჩართეთ თქვენს კვების რაციონში და შედეგს მალევე იგრძნობთ.

 

 

ჩიას თესლი

 

ჩიას მარცვლები ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სკუმბრიას მსგავსად, ჩიას მარცვლებიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

 

 

ბანანი

 

ბანანს ბედნიერების ხილს ეძახიან. ბანანი მდიდარია ვიტამინი B6-ით, რომელიც  მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. ასე რომ, ბანანი ნამდვილად უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილი.

 

 

ჭარხალი

 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ფოლიუმის (იგივე B9 ვიტამინი) დეფიციტი შეიძლება უკავშირდებოდეს დეპრესიას. ჭარხალი B ვიტამინის კარგი წყაროა. ასევე, მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც დეპრესიის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია.

 

ქლიავი

 

ქლიავი მდიდარია სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით. კვლევების მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებიც ქლიავს ხშირად მიირთმევენ, დეპრესიის გაჩენის რისკი დაბალია. ეს ქლიავში შემავალი ფლავანოიდების (ანტიოქსიდანტი) დამსახურებაა, რომლებიც ასევე დიდი ოდენობითაა ვაშლში, ჩაისა და ხახვში.

 

 

შავი შოკოლადი

 

ბანანთან ერთად ბედნიერება მოაქვს შოკოლადსაც. მიირთვით შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით, რომელიც სასარგებლო თვისებებით მდიდარია.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1005 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.