იცით, რატომ იშხეფება ზეთი ტაფიდან? - წაიკითხეთ მიზეზები და თავიდან არიდების საშუალება
გქონიათ შემთხვევა, როცა ზეთი ტაფაზე დაგისხამთ და რამდენიმე წუთში შხეფებს ყველაფერი დაუსვრიათ?
აღარაფერს ვამბობ, როგორი მტკივნეულია, თუკი ხელზე ან სახეზე მოგვხვდება. იცით, რატომ ხდება ასე და როგორ ავირიდოთ თავიდან?
სინამდვილეში, რაც იშხეფება, ის ზეთი არ არის, არამედ წყალი, რომელიც ცხელ ზეთში ხვდება და მასთან ერთად იწყებს „ხტუნვას“. გაცხელებული ზეთის ტემპერატურა 160-180 გრადუსამდე მერყეობს, წყლის დუღილის ტემპერატურა კი 100 გრადუსია. როდესაც წყლის თუნდაც ერთი პატარა წვეთი მასზე მაღალი ტემპერატურის მქონე სითხეში ხვდება, მყისიერად აორთქლდება. გათავისუფლებულ ადგილს ზეთი იკავებს და ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ შხეფები ჰაერში იტყორცნება.
რა შეიძლება იყოს ზეთში წყლის მოხვედრის მიზეზი?
• უხარისხო ზეთი - დარწმუნდით, რომ ზეთი, რომელსაც იყენებთ, მაღალი ხარისხისაა. უხარისხო ზეთებს სპეციფიკური სუნი და კონსისტენცია აქვთ. უხარისხო ზეთი ხშირად მთავარი მიზეზი ხდება, რატომაც შხეფები იტყორცნება ხოლმე.
• ნესტიანი ტაფა - სანამ ტაფაზე ზეთს დაასხამთ, დარწმუნდით, რომ ის მთლიანად მშრალია. თუკი ოდნავ ნესტიანი მაინც იქნება, შხეფებს ვერ გავექცევით.
• ძალიან გაცხელებული ტაფა - ზეთის დასხმამდე ტაფას ძალიან ნუ გააცხელებთ, გახურებაც საკმარისია. საშუალი ცეცხლი იდეალურია.
როგორ ავირიდოთ თავიდან შხეფების გასროლა?
ეცადეთ გამოიყენოთ ხარისხიანი ზეთი, ტაფა აუცილებლად სრულად გააშრეთ და ზედმეტად არ გააცხელოთ. თუკი ამ სამი მთავარი წესიდან არცერთმა არ გაჭრა, მაშინ ზეთს რომ დაასხამთ, ცოტა მარილი მოაფრქვიეთ ტაფაზე. ამ მარტივი ხრიკით მტკივნეული შხეფები აღარ შეგაწუხებენ.
სიახლეები
- “ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ” - წულუკიანი კომისიაზე
- მასკი ტრამპის დიდ საგადასახადო შეღავათებს „ამაზრზენ საზიზღრობას“ უწოდებს
- “დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია” - გიორგი ვოლსკი შალვა პაპუაშვილის წერილზე
- “ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა – ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ” - ნათია თურნავა
- “ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება” - კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტზე