"მომავალ წელს 7 020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება"
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2020 წელს, უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის, –ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.
ცქიტიშვილის განცხადებით, განათლების ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამში, 300 მლნ ლარით დაფინანსდება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლს დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000 ბავშვისთვის, 2021 წელს კი კიდევ 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება. მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დასრულდება ფოთის, ზუგდიდის, ხაშურისა და მარნეულის სტადიონების მშენებლობა და დაიწყება ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის, ახალციხის და ზუგდიდის სპორტ-კომპლექსების მშენებლობა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
