მასწავლებელთა ხელფასი 2000 ლარამდე იქნება - საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა ხელფასებისა და პენსიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ბიუჯეტით, 2021 წლის იანვრიდან გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით.
,,მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წელს მასწავლებელთა ხელფასი 1030-დან - 2000 ლარამდე იქნება;
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ მასწავლებლებზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით;
2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით
2020 წლიდან გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 100 ლარით.
COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით.
2020 წლიდან გაზრდილია ჯარისკაცების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე.
2020 წლიდან გაიზარდა პოლიციელების და მეხანძრე-მაშველთა ანაზღაურება 125 ლარით, გაორმაგდა მაშველი-მყვინთავების ანაზღაურება.
2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასები არ იზრდება", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
