ექიმობა რთული და საპატიო საქმეა, მადლიანი პროფესიაა  - მამუკა ხურციძე

XXI საუკუნეში, როცა განვითარდა ტექნოლოგიები, გლობალიზაციამ გარკვეულ ეტაპებს მიაღწია. ამის პარალელურად  სხვადასხვა პროფესიამ წინა პლანზე წამოიწია და უფრო მოთხოვნადი გახდა.

2019 წელს გავრცელებულმა ახალმა ვირუსმა - კოვიდ19-მა ადამიანებს დაანახვა, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მთავარია. შესაბამისად ექიმის პროფესია უფრო პოპულარულ გახდა და უფრო მეტად დაფასდა ვიდრე აქამდე იყო. 

 

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.

 

რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდე, რომ გახდე ექიმი? როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას ამ სფეროში? საკუთარ გამოცდილებას საოჯახო სამედიცინო ცენტრის კარდიოლგი და დირექტორის მოადგილე, - მამუკა ხურციძე გაგვიზიარებს

 

- დავიბადე ქალაქ ქუთაისში. ბავშვობაც ამ ქალაქის  ორ უბანში ბალახვანსა და საფიჩხიაზე გავატარე, არდადაგებზე კი სოფლში ვიყავი. დამჯერი, მოწესრიგებული, სწავლას მოწყურებული, ზრდილობიანი, კომუნიკაბელური და ვიღაცეებისთვის საყვარელი ბავშვი ვიყავი. 

 

ბავშვობაში ხშირად ავადვმყოფობდი და ექიმი ხშირად მოდიოდა. მომწონდა მისი ქცევა-გასინჯვა, ჭკვიანური საუბარი, საექიმო იარაღები და რეცეპტის აფრიალება, რომელსაც იღებდა პიჯაკის გულის ჯიბიდან და ავსებდა ბურთულიანი კალმით. მომეფერებოდა და დაარტყი ხელიო მეტყოდა (კაციო) ხელს გამომიწვდიდა.

 

პატარაობისას ძალიან ბევრი რამ მინდოდა გამოვსულიყავი, მათ შორის:  სათამაშოების ინჟინერი, იურისტი, ასტრონომი და ექიმი. 

 

- როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

- წარმატება მოვიდა ნიჭითა და შრომით.ბევრგან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით. სტუდენტობისას ექთანი, მერე ინტერნატურისას მორიგე ექიმი, დამწყები ექიმობისას სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაში მუშაობა, შემდეგ სტაციონარში მორიგე კარდიოლოგად მუშაობა პოლიკლინიკის უბნის ექიმის პარალელურად, შემდეგ იყო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიის ექსპერტად მუშაობა, ასევე ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა და დღეს, საოჯახო სამედიცინო ცენტრის კარდიოლგი და დირექტორის მოადგილე ვარ.

 

169917493 182738083531827 1176088575427454197 n

 

- რას ემსახურება თქვენი პროფესია?


- მიზანი არის დაავადებული პაციენტის გამოჯანმრთელება. ვემსახურები საქართველოს მოქალაქე პაციენტებს პროფილაქტიკური შემოწმებისა და მათი მკურნალობის მიზნით. 

 

- რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?

- დამწყებ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სასკოლო ბაზა ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკასა და უცხო ენის ცოდნაში, რაზეც დააშენებს უმაღლეს სასწავლებელში ნასწავლს. ამის მისაღწევად საჭიროა შრომა და ნიჭი, ბევრი კითხვა, პრაქტიკული მუშაობა სტაციონარში, ლექცია-სემინარების შეთვისება. 

 
- რას ურჩევდით მომავალ თაობას?
- ექიმობა ძნელი და საპატიო საქმეა, მადლიანი პროფესიაა. რამდენიმე წლის წინ თვითმფრინავში აღმოვუჩინე დახმარება ქართველ ორსულ გოგონას. უნდა გენახათ სალონში ტაში და შეძახილები. მე მაშინ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. "ცის გმირი"მიწოდეს.

 

ახალგაზრდებს ვუსურვებ თავისი საქმის სიყვარულს, წარმატებებს, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებას. იმაზე ბედნიერება არაფერია მადლიერი პაციენტი რომ გეყოლება და გეტყვის, - მადლობა ექიმო, თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ. დამიჯერეთ, ეს ქათინაური ყველაფერ მატერიალურს წონის.

წაკითხვა 1816 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 07 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.