შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პროფესიის სიყვარული წარმატების საწინდარია - ქეთი მანაგაძე
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭირო.
პროფესიის არჩევა კი ერთ-ერთი ასეთი მომენტია. ადამიანები პროფესიას საკუთარი ხასიათისა და ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევენ.
პროფესიის არჩევა საძირკვლის ჩაყრას ჰგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საქმეს. მოზარდებს ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება მათი მომავალი პროფესიის შესახებ.
FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“. რუბრიკის სტუმარია "ლჯ და კომპანიას" ექიმი ინფექციონისტი ქეთი მანაგაძე, რომელიც საკუთარი პროფესიის შესახებ გვიყვება.
ბავშვობა
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. საკმაოდ ლაღი ბავშვობა მქონდა, ვიყავი მშვიდი, ბეჯითი და შრომისმოყვარე. ბავშვობაში ვიყავი ხშირად მოავადე, რის გამოც გამუდმებით მივმართავდით სამედიცინო დაწესებულებებს. ჩემი ექიმი ცნობილი ინფექციონისტი მაყვალა შანიძე გახლდათ, ადამიანი რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს დღევანდელ პროფესიაზე. ხშირად ვთამაშობდი ექიმობანას და მინდოდა გავმხდარიყავი ისეთივე გულისხმიერი და წარმატებული როგორც ქალბატონი მაყვალა.
პროფესია ექიმი
როდესაც ამ პროფესიას აირჩევ შენს თავს არ ეკუთვნი. შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პროფესიის სიყვარული წარმატების საწინდარია.
პროფესიის მიზანი
ჩემი პროფესიის მთავარი მიზანია დაეხმარო ავადმყოფს, შეუმსუბუქო ტკივილი, გაუხანგრძლივო სიცოცხლე, გამოუცხადო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და აგრძნობინო, რომ ის თავის დაავადებასთან მარტო არ არის.
რჩევა მომავალ თაობას
ახალგაზრდას, რომელმაც გადაწყვიტა დაეუფლოს ამ პროფესიას, უნდა უყვარდეს პაციენტი, იყოს შრომისმოყვარე, მიზანდასახული, მუდმივად ჰქონდეს წვდომა სიახლეებთან, არ დანებდეს დამარცხების შემთხვევაშიც კი.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
