სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას - გაერო-ს ბავშვთა ფონდი
სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის აკადემიური მოსწრებისთვის, ისე სოციალური უნარებისთვის.
"სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას. პირისპირ სწავლების არ არსებობა გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურ უნარებსა და მათ ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი არის აცრილი, სხვა პროფესიებისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ფუნქციონირებისთვის გარკვეული პროცენტულობით უნდა იყვნენ აცრილები? მაშინ რატომ ვზღუდავთ სკოლების ფუნქციონირებას ამ პროცენტულობის გამო? ყველას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, ვისაც არ აქვს, ისინი ვეღარ დაეწევიან სასწავლო პროცესს. გამოსავალი არის ვაქცინაცია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების", - განაცხადა ღასან ხალილმა.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
