ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში განახლდა
დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პროცესი 4 ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში წარიმართება.
გამონაკლისს წარმოადგენენ პირველკლასელები, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას 4 ოქტომბერს, პირდაპირ საკლასო ოთახებში იწყებენ.
4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.
მსურველებისთვის დისტანციური სწავლის ფორმატი 4 ოქტომბრის შემდეგაც დარჩება ძალაში. მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, დასწრების ფორმატი უზრუნველყონ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან აუდიტორიებში. ამისათვის კი, სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, კვირაში ერთხელ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა „კოვიდის“ გადატანის შესახებ.
სიახლეები
- ,,ჩახედეთ არქივში და ნახეთ ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა” – შალვა პაპუაშვილი
- ამერიკულმა გამანადგურებელმა და ვერტმფრენმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე კატასტროფა განიცადეს
- 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით 2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- ბრინჯი ბოსტნეულით
