„ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის“ - პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

პროექტის „ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის“ ფარგლებში პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ახალგაზრდებს სხვადასხვა თემებზე ტრენინგები უტარდებოდათ.

აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი" ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

12 მაისს, ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, ადგილობრივი თვითმართველობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

 

ტრენერმა, მათე ჩაფიჩაძემ ახალგაზრდებთან შემდეგი საკითხები განიხილა:


ადგილობრივი თვითმმართველობა;
განსხვავება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის;
თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები;
ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზება;
თვითმმართველობის სტრუქტურა და უფლებამოსილების სახეები;
მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები.

 

აღნიშნული ტრენინგის დეტალებზე უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს მათე ჩაფიჩაძე ესაუბრა.

 

„ჩვენ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ.


ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების ინტერესმა ამ თემის მიმართ მოლოდინს გადააჭარბა.

 

ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მით უფრო ახალგაზრდების აქტიურობას და თუ რა იყო მათი ინტერესის სფერო.

 

მიხარია ის ფაქტი, რომ მოდის ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა, რომელსაც აქვს ინტერესი ჩაერთოს თვითმმართველობის განხორციელებაში. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში დავეხმარებით მათ თუ, რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა მეტი ჩართულობისთვის. ჩვენ კი გვსურს, რომ მათთან ერთად აქტიური მოქალაქეები გავხდეთ და ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად ვიყოთ ჩართული თვითმართველობის განვითარების პროცესში“- განაცხადა მათე ჩაფიჩაძემ.

 

281552850 1026224214688973 5869857501185874757 n554

 

14 მაისს, ახალგაზრდა ელჩები ადგილობრივ დონეზე პრობლემების მოკვლევისა და ადვოკატირების თემებს გაეცვნენ. აღნიშნული შეხვედრის ტრენერი შაკო ჯინჭარაძე იყო.


ახალგაზრდებმა ადვოკატირების კამპანიის ეტაპების და მეთოდების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ასევე, იმუშავეს პრობლემების იდენტიფიცირებაზე და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაგეგმეს ადვოკატირების კამპანიები.

 

ტრენინგის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული საკუთარ თემში პრობლემების გამოვლენისა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც მიმდინარე პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

 

21 მაისის ტრენინგი კი პროექტის წერას და მართვას დაეთმო.


ტრენერმა, შაკო ჯინჭარაძემ ახალგაზრდებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გააცნო პროექტის წერის ტექნიკა და მისი განხორციელების მეთოდები.

 

282055786 1477277916008596 7574655130377416854 n5555

 

აღნიშნული ტრენინგების შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს ტრენერი შაკო ჯინჭარაძე ესაუბრა.

 

„პროექტი ‘’ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის’’ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიერ ხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი ძალიან საინტერესოდ მიდის. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები. პროექტის ფარგლებში უკვე სამი ტრენინგი ჩატარდა: თვითმართველობის, ადვოკატირების და პროექტების წერის შესახებ.


ამის შემდეგ ახალგაზრდები ქალაქ ქუთაისში სხვადასხვა აქტივობებს დაგეგმავენ და განახორციელებენ. პროექტის შედეგად ახალგაზრდები მეტად იქნებიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღებაში. მოხდება მათი ინტერესების და საჭიროებების იდენტიფიცირება. ისინი განახორციელებენ სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მათ აწუხებთ,“- აღნიშნა შაკო ჯინჭარაძემ.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, პროექტის პირველი - ტრენინგების ეტაპი წარმატებით დასრულდა.

 

შემდეგ ეტაპზე მონაწილეები ახალგაზრდულ პროექტებს წარადგენენ და აქტიურად ჩაერთვებიან საგრანტო კონკურსში.

 

საგრანტო კონკურსის საერთო ბიუჯეტი 2 100 ლარია. შიდა კონკურსი კი, მონაწილეთა შორის უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

ტრენინგების შესახებ FirstNews.ge-თან პროექტის მენეჯერმა თეონა ფურცხვანიძემ ისაუბრა.

 

„პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ახალგაზრდებმა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე გაიარეს და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით აიმაღლეს კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ადვოკატირების, პროექტების წერისა და მართვის საკითხებზე. პროექტის შემდეგ ეტაპზე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ელჩებს წარადგინონ საკუთარი ინიციატივები და მათ განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ზოგადად, პროექტი ემსახურება იმ მიზანსა და იდეას, რომ ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები გააქტიურდნენ, ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროცესში და მათ მიერ დაგეგმილი აქტივობებით ხელი შეუწყონ ქალაქის განვითარებას,“- განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

 

აღნიშნული პროექტი, ასევე, ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო ბობოხიძემ შეაფასა.

 

„ძალიან მიხარია, რომ პროექტში ‘’ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის’’ მოვხვდი. ეს პროექტი ახალგაზრდებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს, განვიხილეთ ძალიან საინტერესო თემები. გავეცანით ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადვოკატირება, ადგილობრივი თვითმართველობის როლი და მნიშვნელობა.


ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც გარკვეულ შედეგებამდე მივალთ, მითუმეტეს, რომ პანდემიის ფონზე ძალიან მონატრებული ვიყავით ასეთ მნიშვნელოვან პროექტებსა და ტრენინგებს,“- აღნიშნა ნინო ბობოხიძემ.

 

281818274 1422835818236914 8818929900567358066 n555

წაკითხვა 1013 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.