პროექტი „ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის“ წარმატებით განხორციელდა

პროექტის „ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის“ წარმატებით განხორციელდა.


მონაწილეებმა ახალგაზრდული პროექტები წარადგინეს და საგრანტო კონკურსში ჩაერთნენ. საგრანტო აპლიკაციების შეფასების კომისიამ 3 ახალგაზრდულ ინიციატივას დაუჭირა მხარი. საკუთარი ინიციატივები ახალგაზრდებმა თავად წარადგინეს და კომისიის წევრებისგან გარკვეული რჩევები/რეკომენდაციები მიიღეს.


გამარჯვებული პროექტები შემდეგია:


Youth Game;


კინოფესტივალი ღია ცის ქვეშ;


ახალგაზრდული მარათონი;

 

აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი" ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. იდეების განხორციელების პროცესში ახალგაზრდებს პროექტის გუნდის სრული მხარდაჭერა ჰქონდათ, როგორც ტექნიკური, ასევე, მატერიალური თვალსაზრისით.

 

19 ივლისს, "ჯეკი ნაპოვნია!" - ახალგაზრდული თამაში შედგა.

 

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდული თამაშები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს!

 

პირველ ეტაპზე ახალგაზრდებმა ითამაშეს ჯეპარდი, რის შედეგადაც დაიყვნენ ჯგუფებად. შემდეგი ნაწილი ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშს: "რა? სად? როდის?" დაეთმო. თამაშის ბოლო ეტაპი კი, ყველაზე სახალისო გამოვიდა, რადგან მონაწილეებს დავალებების და მინიშნებების მეშვეობით უნდა ეპოვნათ „ჯეკი“.

 

თამაში თავად ახალგაზრდა ელჩებმა დაგეგმეს და განახორციელეს: ნინი გორგოძემ, მართა მუშკუდიანმა, მარიამ ნუცუბიძემ და გიორგი ქავთარაძემ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები მერიიდან და საკრებულოდან, ლანა სვანიძე და საკრებულოს წევრი, ბექა ქებულაძე.

 

22 ივლისს, ახალგაზრდულმა მარათონმა წარმატებით ჩაიარა. ღონისძიების საწყის ეტაპზე შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა. მონაწილეებმა უპასუხეს შეკითხვებს სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან და საასპარეზო ნომრებიც ქულათა რაოდენობის მიხედვით დაიმსახურეს.


მარათონის მიზანი იყო ახალგაზრდების წახალისება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, მათ შორის ციფრული საათები და შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნები.


საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:


მამუკა კვატაია;
იოსებ საღინაძე;
იაკობ ონიანი.


პროექტის ავტორები და მარათონის ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდა ელჩები: გვანცა მაჩიტიძე, ნიკოლოზ კეთილაძე და დავით ხაჩიძე.

 

ააა22წ

 

26 ივლისს პროექტის ფარგლებში გაიხსნა "კინოფესტივალი ღია ცის ქვეშ", ქუთაისის სიყვარულის ბაღში, დანიელი რეჟისორის, ნიკოლას ვეულის ფილმით - გამო(მ)იწერე/follow me!

 

კინოფესტივალის ფარგლებში ასევე,  27 ივლისს, ფილმის - "ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა" - ჩვენება გაიმართა.

 

"კინოფესტივალი ღია ცის ქვეშ 2022"  28 ივლისს, გიორგი ხარებავას დოკუმენტური ფილმით "ველოსიპედით მთვარემდე" - დასრულდა.

 

პროექტს "კინოფესტივალი ღია ცის ქვეშ" განახორციელეს ახალგაზრდა ელჩებმა: თამუნა გრიგალაშვილი, ნინო ისაკაძე, ნათია გრძელიძე, თებე ჩხიკვაძე და ლილე გეგეჭკორი.

 

კინოფესტივალი ექსტრამითი • Extrameat-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ახალგაზრდების პროექტის გუნდი მადლობას უხდის "ექსტრამითს" მასპინძლობისა და გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

 

აა296153570 384135560518159 8647095136657397459 n

 

28 ივლისს, არაჩვეულებრივი შეხვედრა შედგა ვეტერან მორაგბესთან, საკრებულოს დეპუტატთან, ბატონ ბესიკ ხამაშურიძესთან.

 

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, იმ გამოწვევებზე, რაც სპორტსმენს შეიძლება ცხოვრების გზაზე შეხვდეს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ბესიკ ხამაშურიძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რჩევებიც გაუზიარა.

 

აღნიშნული პროექტის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-თან პროექტის მენეჯერმა თეონა ფურცხვანიძემ ისაუბრა.

 

„პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ქუთაისში ცხოვრობენ ნიჭიერი, მოტივირებული, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით სავსე ახალგაზრდები. მათში დიდი პოტენციალია და ყოველივე ამას გამოვლენა და მხარდაჭერა სჭირდება.


პროექტის პირველ ეტაპზე ტრენინგების მეშვეობით ახალგაზრდებმა გაიღრმავეს ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის, ადვოკატირების, პროექტის წერისა და მართვის საკითხებში, მეორე ეტაპზე კი საკუთარ იდეებს პროექტის სახე მისცეს და მონაწილეობა მიიღეს შიდა საგრანტო კონკურსში. კომისიამ სამი ახალგაზრდული ინიციატივა შეარჩია, რომელთა საერთო ბიუჯეტს 2100 ლარი შეადგენდა.


პროექტების განხორციელების ეტაპზე, ახალგაზრდებმა დიდი შრომა გასწიეს, რადგან თავად დაგეგმეს აქტივობები, მოამზადეს აპლიკაციები, პოსტერები, სერტიფიკატები, შეარჩიეს საჩუქრები ვიქტორინის გამარჯვებულებისთვის, მოიწვიეს სტუმრები და სხვ. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის გუნდიც ეხმარებოდა მათ საორგანიზაციო და ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში,“- განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

 

პროექტის მენეჯერის განმარტებით, შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დაგეგმილმა აქტივობებმა მოლოდინს გადააჭარბა და დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდების განვითარებაში.

 

„მონაწილეებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს, რაც მათ ასაკში ძალზე ღირებული და დასაფასებელია.


მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის მეშვეობით ქუთაისის კერძო, თუ საჯარო სკოლების მოსწავლეები, აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდები აღმოვაჩინეთ და ერთმანეთს დავაკავშირეთ. ასევე, მათი ინიციატივები წავახალისეთ და მხარი დავუჭირეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისს უკვე ჰყავს გამორჩეული ახალგაზრდა ელჩები, რომლებიც ყველა იმ თვისებით არიან შემკულნი, რასაც ზოგადად ეს სტატუსი გულისხმობს. ეს არის ალბათ პროექტის „ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის“ ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება.

 

პროექტის გუნდი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდებს და სხვა პროექტებშიც აქტიურად გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში თეონა ფურცხვანიძემ.

 

ააა296263397 1223643595071201 4215108561319563269 n

 

პროექტის "ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის" - შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს წევრი ბექა ქებულაძე.

 

„დღეს კიდევ ერთი წარმატებული პროექტის "ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის" მონაწილეებს შევხვდი. სასიხარულოა ამ ახალგაზრდებთან ყოველი შეხვედრა, რადგან სწორედ ისინი არიან ქუთაისის ხვალინდელი დღე.

 

პროექტის ფარგლებში მათ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს და აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა პროცესში.

 

ქუთაისის მერია კვლავ გააგრძელებს ასეთი პროექტების მხარდაჭერას და დაფინანსებასაც გაზრდის,“- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში იოსებ ხახალეიშვილმა.

 

შემაჯამებელი შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდა ელჩები სერტიფიკატებით და სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდნენ. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისთვის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, იოსებ ხახალეიშვილს ახალგაზრდებმა სიმბოლური ჯილდო გადასცეს.

წაკითხვა 747 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.