ქუთაისში, საქართველოს უნივერსიტეტის ტრენინგი თემაზე - "როგორ შევადგინოთ ბიზნეს-გეგმა" გაიმართა
6 მარტს, ქუთაისში, საქართველოს უნივერსიტეტის ტრენინგი თემაზე - "როგორ შევადგინოთ ბიზნეს-გეგმა" გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, - მაია ამაშუკელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნეს ანალიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო აკრედიტაციების მენეჯერი, - ქეთი ცხადაძე.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს უნივერსიტეტის სპეციალური შეთავაზებები, ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტური ცხოვრებისა და ყველა იმ რესურსის შესახებ, რაც იქ დახვდებათ.
უფრო დეტალურად შეხვედრის შესახებ FirstNews.ge-ს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, - ქეთი ცხადაძე ესაუბრა.
- რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა?
- ქუთაისში გვქონდა აბიტურიენტებთან შეხვედრა სადაც წარვადგინეთ საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის პროგრამები, ვისაუბრეთ ბიზნეს-გეგმის შედგენაზე და რაც მთავარია, გავაცანით ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება.
პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაცია, რომლის უმთავრესი მიზანია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია.
ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შრომისმოყვარე, მოტივირებულ, ამბიციური სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე განათლება ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიაში როგორიც ბიზნეს ანალიტიკაა.
- რა იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ამ შეხვედრიდან?
- მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებს გავაცანით საქართველოში პირველი აკრედიტებული ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა. საინფორმაციო ტექნოლოგიურმა მიღწევებმა სულ უფრო მეტად განაპირობა მონაცემთა დამუშავების და მათი გამოყენების შესაძლებლობები. ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესიაც ამ პროგრესის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა.
შესაბამისად, ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, რომ ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს უნივერსიტეტშიც შექმნილიყო ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა. პროგრამის შექმნის საწყისი წერტილი იყო რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო გამოცდილება, ის რაც ტრენდულია დღეს მსოფლიოში და ვეცადეთ მაქსიმალურად გავყოლოდით შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
- რა ინფორმაცია მიაწოდეთ ახალგაზრდებს და იყო თუ არა დაინტერესება და აქტიურობა მათი მხრიდან?
- ნამდვილად სასიამოვნო იყო, რომ ასამდე აბიტურიენტი დაესწრო შეხვედრას და რაც მთავარია, საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდათ და კარგად ესმოდათ თემატიკა. ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ ყველა საკითხს, ჩართულნი იყვნენ სრულად ტრენინგის მსვლელობისას.
კარგად იაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია შრომის ბაზრისთვის ბიზნეს ანალიტიკის პროგრამის გამოჩენა, ვინაიდან თუ გადავხედავთ დასაქმების ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდებზე განთავსებულ ვაკანსიებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადვილი შესამჩნევია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პროფესიონალ ბიზნეს ანალიტიკოსზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინტერდისციპლინურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპონენტებზე დაყრდნობით პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი, ფინანსური და სტატისტიკური ანალიტიკოსი. ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტს ჰქონდეს ანალიტიკური ტექნიკის გამოყენების უნარი.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის