საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისში საჯარო ლექცია - "განათლება და სამართალი" გაიმართა
1 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისში (თამარ მეფის #60) საჯარო ლექცია ჩატარდა. სესიას საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამართალმცოდნე ბექა ძოწენიძე უძღვებოდა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო სამართლისა და განათლების შესახებ კორელაციაში მყოფი საკითხები.
სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები.
აღნიშნული ლექციის შესახებ სუტდენტმა ზურა ქარქაშაძემ FirstNews.ge- თან ისაუბრა:
"შეხვედრის შესახებ სოციალური სივრციდან შევიტყვე, თემატიკაც საკმაოდ მომხიბვლელი და საინტერესო გახლდათ. მომხსენებლის მიერ აქცენტები გაკეთდა განათლების სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე. ასევე, ლექტორმა გააანალიზა აკადემიური სივრცისა და განათლების სხვადასხვა საფეხურის თავისებურებები. გამოყო საქართველოს უნივერსიტეტის ის ნიშა, ხარისხი და მნიშვნელოვანი სიკეთეები, რასაც სტუდენტებს სთავაზობს. ძალიან ინფორმაციული შეხვედრა იყო. მივესალმები და კვლავაც დავინტერესდები, თუ სამომავლოდაც ჩატარდება მსგავსი ტიპის შეხვედრები,"- განაცხადა ზურა ქარქაშაძემ.
საქართველოს უნივერსიტეტის იმერეთის რეგიონულ ოფისში აქტიურად ტარდება სხვადასხვა სახის შეხვედრები, ლექცია-სემინარები, მასტერკლასები, ტრეინინგები და ა.შ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
- "როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?" - გიორგი გახარია
- "პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე" - მიხეილ სააკაშვილი
- ქუთაისში სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
