ვისთვის იქნება სავალდებულო სკოლაში პირბადის ტარება - სამინისტრომ რეგულაციები შეიმუშავა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო.
მისი განმარტებით, შემუშავებულია რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ და სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები შეიზღუდოს.
მისივე ცნობით, სკოლის ყველა ვიზიტორისა და თანამშრომლისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, თუმცა პირბადის ტარება მოსწავლეებს არ მოუწევთ.
„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
