"დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე" - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში დისტანციურ სწავლებას ეხმაურება.
როგორც კეკელიძე აღნიშნავს, ასეთი სწავლების დროს, თანაბრად იტანჯება როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლე და მშობელიც.
„დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან – არაფერს ვამბობ პირველკლასელებზე – დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე.
თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი.
აბსურდია, ანაც თავის მოტყუება იმის მტკიცება, თითქოს ციფრული ეპოქა ისედაც იძლეოდა ამგვარი მოდელის იმპულსს – ბარემ ათი წელია, რაც მეტ-ნაკლებად გამართული ონლაინ-პლატფორმები არსებობს და არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება.
იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს. თქვენი მოსწავლეებმონატრებული მასწავლებელი“, – წერს კეკელიძე.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
